საქართველოს ბანკს, EBRD-სა და Grand Mall Batumi-ს შორის პარტნიორობის ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის შედეგად ბათუმში ახალი სავაჭრო ცენტრი გაიხსნება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ბანკი ავრცელებს.
პროექტის ჯამური ღირებულება 20 მილიონი ევროა, რაც სრულად სავაჭრო ცენტრის მშენებლობის დასრულებას მოხმარდება.
პროექტი ხელს შეუწყობს რეგიონის ეკონომიკურ გაძლიერებას და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას.