jan-medi
ავერსი საქკაბელი

ყავის მწარმოებელი ქართული კომპანია “მეამა” პიარ სამსახურის თანამშრომელმა დატოვა.

გავრცელებული ინფორმაციით, კომპანიაში თანამშრომლების შემცირება, დაახლოებით, ბოლო ერთი თვეა  დაიწყო.

დღეს, საინფორმაციო სააგენტო "ბიზნესთაიმი" ინფორმაციის გადამოწმების მიზნით, კომპანიის პიარის სამსახურის თანამშრომელს დაუკავშირდა,  "მეამას" უკვე ყოფილმა თანამშრომელმა "ბიზნესთაიმთან" ვრცელი კომენტარის გაკეთება არ ისურვა , თუმცა დაადასტურა რომ ის კომპანიაში აღარ მუშაობს.

"მხოლოდ ის შემიძლია გითხრათ რომ მე აღარ ვარ კომპანიის თანამშრომელი და საკუთარი სურვილით წამოვედი, დანარჩენთან დაკავშირებით მიმართეთ კომპანიას. კომენტარს ვერ გავაკეთებ", - განაცხადა მან.

რა პროცესები მიმდინარეობს „მეამაში“ უცნობია, "ბიზნესთაიმი" აღნიშნულზე დეტალების გარკვევას აგრძელებს.

შეგახსენებთ,“მეამას” ყავის ქარხანა ოფიციალურად 2020 წლის თებერვალში გაიხსნა. კომპანია ამჟამად 16 სახეობის ამერიკული და 16 სახეობის ევროპული ფორმატის ყავის კაფსულებს აწარმოებს. ასევე 9 სხვადასხვა გემოს მქონე ჩაის კაფსულებს და 4 სახეობის ნალექიან ყავას.

626