თბილისში არსებულ სავაჭრო ცენტრებში ევაკუაციაა გამოცხადდა. როგორც საინფორმაციო სააგენტო "ბიზნესთაიმისთვის" გახდა ცნობილი, თანამშრომლები და მოქალაქეები შენობებიდან დაახლოებით 19:30 საათის შემდეგ გაიყვანეს.
როგორც "ისთ ფოინთის" პრესსამსახურში "ბიზნესთაიმს განუცხადეს, საინფორმაციო ცენტრებში დაფიქსირდა ელექტრონული შეტყობინება იმის შესახებ, რომ ისინი დანაღმულია.
მათივე განმარტებით, ადგილზე იმყოფებოდნენ ექსპერტ-კრიმინალისტები და მიმდინარეობდა სამძებრო სამუშაოები, თუმცა არაფერი არ იქნა აღმოჩენილი, შესაბამისად ხვალ დილიდან "ისთ ფოინთში" მუშაობა ჩვეულ რეჟიმში აღდგება.
ევაკუაცია განხორციელდა ასევე "თბილისი ცენტრალში" და "თბილისი მოლშიც". დამატებითი დეტალები ჯერჯერობით უცნობია.