ორ კომპანიის - LINEART – გიორგი ტვილდიანი (წამყვანი არქიტექტორი) და ARTSTUDIO PROJECT – ოთარ სულაბერიძე (წამყვანი არქიტექტორი) - თანამშრომლობით, თბილისში, თამარაშვილის გამზირზე მდებარე, ყოფილი "ზაკვოს" ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის არქიტექტურულ კონკურსის გამარჯვებული პროექტი შეიქმნა.
როგორც კომპანიის "ფეისბუქ" გვერდზე განთავსებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, საცხოვრებელი კომპლექსი შექმნილია მომავალი საცხოვრისის პროტოტიპის შესაქმნელად, რომელიც პირველ ადგილზე აყენებს მაცხოვრებლების კეთილდღეობას, ხელს უწყობს შიდა-გარე ცხოვრების სტილს, ავითარებს საცხოვრებლის უსაფრთხო ატმოსფეროს და უზრუნველყოფს მდგრადი სოციალური შესაძლებლობების მთელ რიგს, დღესდღეობით არსებულ, სწრაფად ცვალებად ურბანულ გარემოში.
პროექტის დამკვეთია - სითი დეველოპმენტი, შენობათა ფართობი - 240 000 მ2, შენობის სიმაღლე – 137 მ, ტერიტორიის ფართობი – 4.6 ჰა.