celsiusi
ავერსი შნაიდერი
ვაქცინაცია კოვიდის პერიოდში მთავარი გამოწვევაა და ის ყველაფერს გააკეთებს, რომ საქართველომ ვაქცინა მალე მიიღოს, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრისას განაცხადა.
 
„Covid-19-ის პერიოდში ევროპამ აჩვენა და გააგრძელებს ამ პროცესს, რომ დაანახოს საქართველოს თავისი მობილიზება. კრიზისის დასაძლევად ჩვენ 400 მლნ ევროს მობილიზება მოვახდინეთ. ამ მომენტში ვაქცინაცია მთავარი გამოწვევაა.
ევროკავშირი კოვაქს პლატფორმის მთავარი დონატორია და იმედი მაქვს, რომ მისი მეშვეობით საქართველოშიც მოხდება ვაქცინის დისტრიბუცია. ყველაფერს გავაკეთებ, რომ საქართველოს მალე ჰქონდეს ვაქცინის დოზებზე წვდომა და ეს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციასთან ერთად მოხდება“, - განაცხადა შარლ მიშელმა.
 
შარლ მიშელი საქართველოშია და ერთ-ერთი პირველი შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან გამართა. ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ასევე შეხვდება პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძეს, ასევე პოლიტიკური პარტიების ლიდერებს.
 
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ეწვევა საოკუპაციო ხაზს, დაესწრება ევროკავშირის წარმომადგენლობის ახალი ოფისის გახსნას.
 
შარლ მიშელი საქართველოს 2 მარტს დატოვებს.
1281