
რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებლის შოთა ბურჯანაძის განცხადებით, პრემიერ - მინისტრი ბიზნესმენებს ესპანეთიდან დაბრუნების შემდეგ შეხვდება. ამის შესახებ ბურჯანაძემ საინფორმაციო სააგენტო BUSINESS TIME-ს განუცხადა.
“იმ პუნქტების ნაწილი რა მოთხოვნებიც ჩვენ გვქონდა, იცით რომ შესრულდა, ვგულისხმობ კომენდანტის საათის გადაწევას და რესტორნებისთვის შაბათ-კვირის შეზღუდვის შემსუბუქებას, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო. გვინდა რომ მოხდეს სახმელეთო საზღვრების გახსნა, რომ ტურისტებს შეეძლოთ ნორმალურად შემოსვლა . შეხვედრა პრემიერთან ჩანიშნულია, დროს გვეტყვიან , ველოდებით ესპანეთიდა დაბრუნებას”- განაცხადა ბურჯანაძემ.