პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჯანდაცვის და ეკონომიკის სამინისტროებს ქვეყნის ეტაპობრივი გახსნის დაგეგმვა დაავალა.
ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ მთავრობის უწყებათშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა.
„პრემიერის დავალებაა, რომ ეკონომიკის და ჯანდაცვის სამინისტროებმა უნდა შეიმუშაონ ეტაპობრივი შემსუბუქების გეგმა, მონახაზები უკვე არსებობს, რომ გახსნა არ მოხდეს ეტაპობრივად ანუ მაგალითად ორი კვირა ან ერთი თვე გაიხსნება ერთი ბიზნესი, მოხდება დაკვირვება და სხვადასხვა ინდიკატორების მიხედვით მიიღება გადაწყვეტყილება, რა გაიხსნას მეორე ეტაპზე, მესამეზე და ა.შ. ეს ყველაფერი უნდა მოხდეს გაფართოებული ტესტირებების და იმედია, თებერვლიდან ვაქცინაციის თანხლებით“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.