სავაჭრო ცენტრი “თბილისი ცენტრალის” დირექტოტი ლევან ყარელაშვილი აცხადებს, რომ პრემიერთან შეხვედრის თარიღი ჯერ ჩანიშნული არ არის , თუმცა მისთვის არსებული ინფორმაციით, პრემიერი ბიზნესასოციაციებთან შესახვედრად ემზადება.
“რამდენადაც ჩვენ ვართ ინფორმირებული პრემიერი ემზადება გარკვეულ ასოციაციებთან შესახვედრად.”- განუცხადა ყარელაშვილმა საინფორმაციო სააგენტო BUSINESS TIME-ს .
12 - მა ბიზნესასოციაციის წარმომადგენლებმა 22 აპრილს პრესკომფერენცია გამართეს, სადაც პრემიერთან შეხვედრა, შეზღუდვების შემსუბუქების მოთხოვნა და სხვა მოთხოვნები გააჟღერეს. მათ 5 პუნქტიანი მოთხოვნა წამოაყენეს და გაუგზავნეს პრემიერს, სადაც ყველა ის პრობლემა იყო დასახელებული რაც ბიზნესს გადარჩენისთვის და არსებობისთვის სჭირდება .