ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით და გამომცემლობის Vinísfera ორგანიზებით, პოლონეთში, ქალაქ პოზნანში ქართული ღვინის დეგუსტაცია გაიმართა.
როგორც Business Time-ს ღვინის ეროვნული სააგენტოდან აცნობეს, პოზნანი, სადაც ქართული ღვინის პრეზენტაცია უკვე მეორედ მოეწყო, ღვინის მოხმარების კუთხით, პოლონეთის ერთ-ერთი მოწინავე ქალაქია, გამორჩეული რესტორნებით, ღვინის ბარებით, საგანმანათლებლო და ტურისტული ცენტრებით. შესაბამისად, პოზნანში გამართული დეგუსტაცია მნიშვნელოვანია პოლონეთის სტრატეგიულ ბაზარზე ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდის კუთხით.
დეგუსტაციას რესტორატორები, სომელიეები, პოზნანის ღვინის კლუბის, სასტუმრო ქსელების, ტურისტული სააგენტოების, ღვინით ვაჭრობის სფეროს და მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ.
პოზნანში, ძირითადად, ის ღვინოები იყო წარმოდგენილი, რომლებიც, ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, პოლონეთის ბაზარზე ადგილს ახლა იმკვიდრებენ.
1030
|