ავტომწარმოებელი „ფოლკსვაგენი“, არსებობის 87-წლიან ისტორიაში პირველად, გერმანიაში ქარხნების დახურვას განიხილავს.
„ფოლკსვაგენში“, რომელიც 1937 წელს დაარსდა, განაცხადეს, რომ აღარ გამორიცხავენ გერმანიაში ქარხნების უპრეცედენტო დახურვას, რადგან კომპანია მილიარდი ევროს დაზოგვის გზებს ეძებს.
გავრცელებული ვერსიით, კომპანიის შემოსავლების შემცირება ელექტრომობილებზე გადასვლამ გამოიწვია. კორპორაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, ოლივერ ბლუმმა განაცხადა, რომ გერმანია, როგორც ბიზნესის კეთების ადგილი, სულ უფრო ჩამორჩება მსოფლიოს სხვა ქვეყნებს კონკურენტუნარიანობის თვალსაზრისით. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეკონომიკური მდგომარეობა გაუარესდა.
„ეკონომიკური კუთხით გარემო უფრო მკაცრი გახდა, ევროპაში ახალი მოთამაშეები გამოჩნდნენ. გერმანია, როგორც ბიზნესის კეთების ადგილი, უფრო და უფრო ჩამორჩება კონკურენტუნარიანობის თვალსაზრისით სხვა ქვეყნებს“, – განაცხადა ბლუმმა.