უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები არასაკმარისია და რუსეთის ეკონომიკის გასანადგურებლად საჭიროა პირდაპირი ან არაპირდაპირი ემბარგოს დაწესება მის ენერგორესურსებზე.
„რუსეთის ეკონომიკის გასანადგურებლად და უკრაინელების მკვლელობის შესაჩერებლად საჭიროა პირდაპირი ემბარგოს დაწესება რუსეთის ფედერაციის ყველა ენერგორესურსზე ან არაპირდაპირი ამბარგოს დაწესება რუსეთის პროდუქტებისთვის პორტების დაკეტვით. ან გვითხარით: „იბრძოლეთ უკანასკნელ უკრაინელამდე!“- განაცხადა მიხაილო პოდოლიაკმა.