ბავშვთა დაცვის დღესთან დაკავშირებით კომპანია „ავერსი“, ტრადიციისამებრ, რამდენიმე ღონისძიებას გეგმავს.
თბილისსა და რეგიონებში, „ავერსის“ რამდენიმე აფთიაქის მიმდებარედ, ბავშვებს დახვდებათ საყვარელი ანიმაციური პერსონაჟები, რომლებიც მათთვის სანახაობრივ შოუს გამართავენ და დაასაჩუქრებენ, რათა დღესასწაული კიდევ უფრო გაულამაზონ.
„ავერსის“ საბავშვო ბრენდები „ჩიპოლინო“, „ეარვალი“ და „ფრუტო“ მზიურის პარკში პატარებისთვის გამართავენ საზეიმო ღონისძიებას, რომელიც გასართობ აქტივობებს და ჟირაფი ჟოზეს ინტერაქციულ კონცერტს მოიცავს.
საქველმოქმედო ფონდი „ავერსი“ მრავალშვილიან ოჯახებს გადასცემს მთაწმინდის პარკის ვაუჩერებს და დაუვიწყარ ზეიმს მოუწყობს.
საზღვრისპირა სოფლებში მცხოვრებ პატარებს საჩუქრად გადაეცემათ საბავშვო პროდუქცია.
საბავშვო ნაწარმით დასაჩუქრდებიან ეთნიკურ უმცირესობათა წარმომადგენელი ოჯახებიც.
გარდა ამისა, „ავერსის“ სააფთიაქო ქსელი 1-ივლისიდან საბავშვო პროდუქციაზე დიდ ფასდაკლებას შესთავაზებს მომხმარებელს.
ბავშვთა დაცვის დღე ერთ-ერთი უძველესი საერთაშორისო დღესასწაულია. ის 1925 წელს, ბავშვთა კეთილდღეობისადმი მიძღვნილ ჟენევის კონფერენციაზე დაწესდა, 1950 წლის პირველი ივნისიდან კი ყოველწლიურად აღინიშნება მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში.
ყველა პატარას ვულოცავთ ამ დღეს, ვუსურვებთ მათ ჯანმრთელობას და ბედნიერ ბავშვობას.
სიყვარულით, „ავერსი“
(რ)
პირველ ივნისს „ავერსი“ ბავშვებს დაუვიწყარ დღესასწაულს უმზადებს
545
|