ბიზნესის წარმომადგენლები 5-7 აპრილს, ციხისძირში, პეტრას ციხეზე, ფორტ ბოიარდისა და ინდიანა ჯონსის მოტივებზე შექმნილ თიმბილდინგში ჩაერთვებიან.
თანამედროვე სამყაროში კარგად ესმით თიმბილდინგის აქტივობების დადებით მხარეები და მიღებული შედეგების მნიშვნელობა, რომელიც გუნდის შეკვრასა და გარდაქმნას ემსახურება. შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში თიმბილდინგის კულტურა ახლა ყალიბდება. თუ ფიქრობთ რომ რთულია, მოიფიქროთ განსხვავებული სამოტივაციო აქტივობა, ეს სტატია თქვენთვისაა. მოგიყვებით ინოვაციური, შემეცნებითი და ისტორიული თამაშის ,,პეტრას განძის“ შესახებ.
პროექტზე კომპანია Calypso Travel & Event-მა იმუშავა, რომელსაც მრავალწლიანი გამოცდილება აქვს ტურიზმისა თუ ღონისძიებების ორგანიზების სფეროში და ამ კუთხით წლების განმავლობაში არაერთი ჯილდოც მოიპოვა, როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო დაჯილდოებებზე. პროექტის შესახებ უფრო დეტალურად მისი ავტორი ინგა მალაყმაძე მოგვიყვება.
- მსგავსი მასშტაბის თიმბილდინგი საქართველოში და ზოგადად ამიერკავკასიაში ჯერ არ ჩატარებულა, ვისთვის იქნება საინტერესო „პეტრას განძი“ და რა გამოცდილებას აძლევს ის მონაწილეებს?
ბიზნეს ტურიზმის ინდუსტრიაში, კერძოდ საქართველოში უცხოური კომპანიების ჩამოყვანის და მათთვის განსხვავებული, მასშტაბური ღონისძიებების მოწყობის 20 წლიანი გამოცდილება დავაგროვეთ, არა ერთი აღიარება და ჯილდოც კი მოვიპოვეთ. აჭარის ძეგლთა დაცვის სააგენტოსთან პარტნიორობით და აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მხარდაჭერით ერთი წლის განმავლობაში ვმუშაობდით პროექტზე - ავაგეთ, მოვაწყვეთ და მრავალმხრივ დავტესტეთ.
შედეგად ქართულ ბაზარზე პრემიუმ სეგმენტში ოპერირებადი მსხვილი და საშუალო რგოლის კომპანიებისთვის შევქმენით მრავალშრიანი ნოვატორული პროდუქტი - ქართული ისტორიით და ავთენტური პერსონაჟებით, მრავალსაუკუნოვანი ლოკაციით და საქართველოს არქეოლოგიის პოტენციალის გამოყენებით.
პროექტი „პეტრას განძი“ მუსიკალური მიმართულებითაც უნიკალური და ქართულია, რადგან მუსიკა, სპეციალურად თამაშისთვის, ნიკოლოზ რაჭველმა შექმნა.
ასევე მნიშვნელოვანია, თამაშის პერსონაჟების სახეები, მათ შორის კი აღსანიშნავია სახელგანთქმული არქეოლოგი “დოქტორ ჯონსი” რომელსაც თვით ნიკოლოზ წულუკიძე განასახიერებს და მოთამაშეებს უმასპინძლებს.
ეს პროექტი ეხმარება ბიზნესის მფლობელებს, Ceo და HR დეპარტამენტებს, მიაღწიონ თავიანთ მიზნებს - არა მხოლოდ პროფესიონალური გუნდის ჩამოყალიბების მეშვეობით, არამედ საერთო პროცესში განსაკუთრებული ჩართულობით. გუნდით, რომელიც იზიარებს კომპანიის ფასეულობებს, ორიენტირებულია საერთო საქმეზე და შედეგზე.
ჩვენ გვჯერა რომ ქართული ბრენდი „პეტრას განძი“ ღირსეულ ადგილს დაიმკვიდრებს, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო საქმიან ბაზარზე.
- თამაში 24 დაბრკოლებისგან შედგება, რომელიც პეტრას ციხეზე სპეციალურად ააგეთ, შესაძლოა ყველა დეტალზე ვერ ისაუბროთ, თუმცა, იქნებ დაახლოებით მაინც განგვიმარტოთ, რა ტიპის დაბრკოლებების გადალახვა მოუწევთ მონაწილეებს?
- განცალკევებულ შიდა და გარე ლოკაციებზე მოწყობილი 24 დაბრკოლებიდან 14 აქტიური და 10 ინტელექტუალურია. გუნდებს სწრაფი გადაწყვეტილებების მისაღებად განსაზღვრული დრო აქვთ: გარკვეულ ადგილას ისინი მოძრავ ჭერში შედიან და მის ჩამოწევამდე უნდა მოასწრონ დავალების შესრულება და გამოსვლა, ზოგან ფოსტაა და დაკარგულ წერილს სხვადასხვა ქალაქებში ეძებენ, ალქიმიკოსის ლაბორატორიასაც შეხვდებიან… საუკუნეების წინ დაწყებულ თამაშში, ბოლო სვლის გაკეთებაც მოუწევთ და სადღაც ჰაერში მყოფი გუნდის წევრის უკან დაბრუნებაც. ისინი ყველა იმ დაფარულ უნარს გამოავლენენ, რაც ერთი შეხედვით ყოველდღიურობაში არ სჭირდებათ.
- რა უნარები გამოუმუშავდებათ ამ პროექტში მონაწილეებს?
- ტურნირში 64 ადამიანი მონაწილეობს, სულ რვა გუნდია და თითო გუნდი რვა ადამიანისგანაა დაკომპლექტებული. ერთდროულად ტერიტორიაზე ყველა გუნდი ისე გადაადგილდება, რომ ერთმანეთს არ ეკვეთება. ტურნირში გამარჯვებული „პეტრას რჩეული“ გუნდი რგავს სახელობით ხეს და კომპანიის სახელით სამუდამო კვალს ტოვებს არქეოლოგიური კომპლექსის ტერიტორიაზე, გადაეცემა იმ უნიკალური განძიდან ერთ-ერთი არტეფაქტის ასლი - მოოქროვილი ბუნიკი, იბრუნებს ტურნირში მონაწილეობის თანხას და გადადის შემდეგ ეტაპზე დახურულ რჩეულთა კლუბში. რჩეულთა კლუბში გალა ვახშამზე სამაგიდე თამაშის პრინციპით გამოვლინდება „წლის რჩეულთა რჩეული“, რომელსაც გადაეცემა ოქროს ფარი.
- როგორ ფიქრობთ, რამდენად მნიშვნელოვანია კორპორატიული თიმბილდინგი ბიზნესის განვითარებისთვის, ასევე ძლიერი და წარმატებული გუნდის შესაქმნელად?
დღეს მსოფლიოში ყველა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ კმაყოფილი თანამშრომელი კომპანიის წარმატებული საქმიანობის გარანტია, არაფორმალურ გარემოში თანამშრომლები გამოავლენენ მათ ნამდვილ პოტენციალს, რომელსაც ისევ კომპანიის სასარგებლოდ გამოიყენებენ. კმაყოფილი თანამშრომელი კი, უფრო მეტადაა ჩართული კომპანიის საქმიანობაში და მეტად ზრუნავს მის განვითარებაზე, შესაბამისად ეს თამაში ახალი ეტაპია საქართველოში თიმბილდინგის განვითარების კუთხით.
იხილეთ ვიდეო: