II კვარტალში ფასების ზრდას გამოკითხული კომპანიების 25% ვარაუდობს, ამის შესახებ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის კვლევაშია აღნიშნული. აღსანიშნავია, რომ კომპანიების 18%-მა I კვარტალში გაყიდვების ფასები უკვე გაზარდა.
BAG ინდექს მიხედვით ძირითადი სექტორი, რომელმაც ფასები უკვე გაზარდა (30%) და კვლავ გეგმავს (40%), მშენებლობაა. ფასების ზრდის დინამიკა ყველაზე ნაკლებად მომსახურების სექტორში შეინიშნება, ვინაიდან 2024 წლის I კვარტალში ფასები მხოლოდ 14%-მა გაზარდა.
„I კვარტალში, ფასების ზრდას პროცენტულად ყველაზე მეტი კომპანია მშენებლობის სექტორში აფიქსირებს, რაც შესაძლოა, უძრავ ქონებაზე მაღალ მოთხოვნას უკავშირდებოდეს. ასევე, 2024 წლის II კვარტალში, ფასების ზრდის მოლოდინი ყველაზე მეტად მშენებლობის სექტორში ფიქსირდება“,- წერია კვლევაში.