სუეცის არხში გიგანტური გემის გაჭედვამ ხომალდების საცობი შექმნა. რამაც მსოფლიოში ყველაზე მნიშვნელოვანი საზღვაო მარშრუტის გადაკეტვა გამოიწვია.
პანამის დროშის ქვეშ მცურავი ტანკერი Ever Given, რომელიც ჩინეთიდან ნიდერლანდებში მიემართებოდა, გემი არხის გავლით წითელი ზღვიდან ხმელთაშუა ზღვისკენ მიცურავდა, როდესაც სიმძლავრე დაკარგა და არხში სიგანეზე გაიჭედა.
გაჭედილი 400 მეტრი სიგრძის გემის გამოსაყვანად, 8 საბუქსირე გემი მუშაობს. სანამ გზა გაიხსნება, სუეცის არხის მისადგომებთან ბევრი დიდი ზომის სატვირთო გემი დაგროვდა, რაც სატრანსპორტო კოლაფსის საშიშროებას ქმნის.
აღსანიშნავია, რომ შეჩერებული სატვირთო გადაზიდვა მნიშვნელობან საფრთხეს უქმნის საქონლის გადაადგილებას. სუეცის არხი განსაკუთრებულ როლს თამაშობს ნავთობის ტრანსპორტირების საქმეში. სპეციალისტები ვარაუდობენ , რომ გადაადგილების თუნდაც დროებით შეფერხება სერიოზულ რეზონანსს გამოიწვევს და ის, შესაძლოა, ენერგომატარებლების ფასზეც აისახოს.
ცნობისთვის, გლობალური საზღვაო ვაჭრობის დაახლოებით ათი პროცენტი სუეცის არხზე გადის.