ვარკეთილის მესამე მიკროში არსებულ "ორი ნაბიჯის" ერთ-ერთ ფილიალს მძარცველები თავს დაესხნენ. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტოს თვითმხილველებმა განუცხადეს.
"მძარცველებმა მაღაზიის მინა ჩაამსხვრიეს, თუმცა პროდუქციის და თანხის წაღება ვერ მოახერხეს, ვინაიდან სიგნალიზაცია ამოქმედდა, რის შემდეგ გაქცევა მოახერხეს", - აცხადებენ თვითმხილველები.
საინფორმაციო სააგენტო მეტ დეტალს დაზუსტების შემდეგ შემოგთავაზებთ.