უკრაინაში მშვიდობიანი მოქალაქეების გარდაცვალების და სამხედრო აგრესიის გამო, რომელიც საფრთხეს უქმნის ევროპის უსაფრთხოებას, ნავთობის გიგანტი Shell-ი ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს და აცხადებს, რომ რუსულ გაზპრომთან პარტნიორობას წყვეტს.
ინფორმაციას ამის შესახებ СNN ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ეს რუსეთის აქტივების საბალანსო ღირებულებაზე მნიშვნელოვან დარტყმას გამოიწვევს.
კომპანიის ცნობით, 2021 წლის ბოლოს Shell-ს ჰქონდა დაახლოებით 3 მილიარდი დოლარის გრძელვადიანი აქტივები რუსეთში ამ საწარმოებში.