gorgia
ავერსი legi

“ჩვენ გვაქვს ძალიან მკაცრი ჩარჩო იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ გაიცემა ახალ ბანკზე ლიცენზია - ამ ჩარჩოს მიხედვით ვიმოქმედებთ”, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ “იმედის ბანკის” შექმნაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

როგორც სებ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, თუ ასეთი ორგანიზაციის შექმნასთან დაკავშირებით საქართველოს ეროვნული ბანკი შესაბამის ოფიციალურ განაცხადს მიიღებს, განხილვა კანონმდებლობით დადგენილი ნორმების გათვალისწინებით მოხდება.

“ჩვენ გვაქვს ძალიან მკაცრი ჩარჩო იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ გაიცემა ლიცენზია ახალ ბანკზე. არსებობს კანონი, კანონქვემდებარე აქტები, არსებობს ჩვენი რეგულაციები, რომელიც საჯაროა და ყველას შეუძლია გაეცნოს.

თუ [იმედის ბანკზე] ახალი განაცხადი შემოვა, განვიხილავთ ამ ჩარჩოს მიხედვით და შესაბამისად ვიმოქმედებთ. წინასწარ არ შემიძლია ვინმეს ამ სპეკულაციებში შევყვე. თუ იქნება განაცხადი, ვიმოქმედებთ აქედან გამომდინარე. ჩვენი ქმედება არის რეგლამენტირებული კანონმდებლობით”, - განაცხადა სებ-ის პრეზიდენტი ნათია თურნავამ.

შეგახსენებთ, თებერვალში დიდმა ბრიტანეთმა „იმედი“ და „POSTV“ დაასანქცირა. დაწესებული სანქციები აქტივების გაყინვას, აქტივების მართვის ფინანსური მომსახურების აკრძალვასა და დირექტორის დისკვალიფიკაციას მოიცავს. სანქციების დაწესების შემდეგ ტელეკომპანია „იმედმა“ განაცხადა, რომ რამდენიმე თვეში შექმნიან საკუთარ ბანკს, სახელწოდებით -„იმედის ბანკი”.

116